;


1. ზოგადი დებულებები

1.1. კომპანია უზრუნველყოფს განვადების მომსახურების ტექნიკურ შესაძლებლობას პარტნიორი ბანკის მეშვეობით.

1.2. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას განვადების დამტკიცებაზე. განვადების დამტკიცება ან უარყოფა წარმოადგენს პარტნიორი ბანკის ექსკლუზიურ კომპეტენციას.

1.3. განვადება არ ვრცელდება 100 (ასი) ლარზე ნაკლები ღირებულების ნივთებზე.

1.4. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს მომსახურების საბოლოო მიმღებს. იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული ფორმის სუბიექტი ვერ ისარგებლებს განვადების სერვისით, ხოლო განვადების ინიცირება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიაში/სისტემაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მხრიდან, როგორც გამგზავნისგან.

2. განვადების ინიცირების წესი

2.1. შეკვეთის დამატებისას გამგზავნი ავსებს განვადების მონაცემებს, მათ შორის:

  • ნივთის დასახელებას;
  • ნივთის ღირებულებას (თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩარიცხვას გამგზავნის სასარგებლოდ).

2.2. მონაცემების შევსების საფუძველზე სისტემა ავტომატურად აგენერირებს უნიკალურ ბმულს (ლინკს), რომელსაც გამგზავნი უგზავნის მიმღებს.

2.3. გენერირებული ბმული ვალიდურია 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში მისი შექმნის მომენტიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბმული ავტომატურად უქმდება.

2.4. მიმღების მიერ ბმულზე საკუთარი მონაცემების სრულად და სწორად შევსების შემდეგ, შევსებული განაცხადი ავტომატურად იგზავნება პარტნიორ ბანკში განვადების დამტკიცების მიზნით.

3. განვადების საკომისიო

3.1. განვადების მომსახურების საკომისიო შეადგენს 5%- და დაითვლება შემდეგი ფორმულით:
(
ნივთის ღირებულება + მიწოდების ღირებულება) × 5%.

3.2. აღნიშნული საკომისიო ემატება საერთო გადასახდელ თანხას.

4. წონის დაზუსტება და თანხის კორექტირება

4.1. გამგზავნი ვალდებულია მიუთითოს ამანათის სწორი წონა შეკვეთის გაფორმებისას.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის საწყობში აწონვის შედეგად დადგინდება, რომ ამანათის ფაქტობრივი წონა აღემატება გამგზავნის მიერ მითითებულ წონას და შესაბამისად იზრდება მიწოდების რეალური ღირებულება, კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს თანხის კორექტირება.

4.3. ასეთ შემთხვევაში, გამგზავნისათვის ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება თავდაპირველად მითითებული ნივთის ღირებულებიდან გამოკლებული სხვაობით, რომელიც წარმოადგენს მიწოდების რეალურ ღირებულებასა და თავდაპირველად მითითებულ მიწოდების ღირებულებას შორის სხვაობას.


Facebook Twitter LinkedIn
🍪 Trackings.ge იყენებს Cookie ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის