Trackings.ge
  • მთავარი
  • სერვისები
  • თრექინგი
  • ფასები
  • FAQ
  • კონტაქტი
  • შესვლა
  • ქარ
    • English
    • ქართული
    • русский

წესები და პირობები

  • მთავარი
  • წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება 

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს: 

·         კომპანია- საკურიერო კომპანია, რომელიც დამკვეთის (მომხმარებლის) შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების და სხვა სახის საკურიერო და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. შპს ჯორჯიასიბი (ს,.კ.: 406444959) რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, თენგიზ ჩანტლაძის ქ., N 11გ, სადარბაზო 1, სართული 5, საოფისე ფართი N 18  პირი; 

·          ვებ-გვერდი - ნიშნავს ვებ. გვერდს www.Trackings.GE რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება; 

·         მომხმარებელი)  - ფიზიკური ან  იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრირებულია საიტზე და ფლობს პირად ანგარიშს საიტზე, სურს კომპანიის ვებ. გვერდის საშუალებით მიიღოს საკურიერო ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება/ სარგებლობს საიტზე შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით. 

·         ანგარიში - მომხმარებელის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პირად ანგარიშს; 

·         წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ვებ. გვერდზე განთავსებულ წესებსა და პოლიტიკას/მომსახურების სტანდარტულ პირობებს და ნებისმიერ სხვა წესს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ კომპანიის ვებ.გვერდზე  განთავსებული მომსახურებების გამოყენებისა და ვებ. გვერდის გამოყენების  საკითხებს.

·         მომსახურება - სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების/საკურიერო  ასევე მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელსაც ახორციელებს კომპანია და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია წინამდებარე საიტის საშუალებით.  

A.      მარეგულირებელი ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის ელ. ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერი შეთანხმებას / პოლიტიკას / გარიგებას.

 

 

 

 

Ø  ნაწილი 1

 

1.       წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და კომპანიის შორის გაფორმებულ შეთანხმებას  / მის ნაწილს და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.

2.       მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება მარეგულირებელი ხელშეკრულებით.

3.       ვებ. გვერდზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან თანხმობის უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით, თქვენ ელექტრონულად ხელს აწერთ და თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესებისა და ვებ. გვერდზე განთავსებული მომსახურების პირობების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.

4.       მომხარებელს და კომპანიას შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება ამ წესების განუყოფელი ნაწილია, მინიჭებული აქვს იდენტური იურიდიული ძალა და მოქმედებს მასთან ერთად.   

5.       ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, მოხმარების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით საკურიერო მომსახურების შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას, რაც ავტომატურად მოქმედებს კონკრეტული სერვისის გამოყენების მიმართ.

 

Ø  ნაწილი 2

 

1.       წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს საიტით სარგებლობის პირობებს.  

2.       მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე წესებით დადგენილი და საიტზე განთავსებული სხვა სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული წესები, ასევე კონკრეტული მომსახურების მიმართ მითითებული წესები. 

3.       კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების ან მისი პირადი ანგარიშის  უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე, ვინაიდან მას არ აქვს ინფორმაცია მომხმარებლის პირადი ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებასთან დაკავშირებით. მომხმარებელი თავად ახორციელებს პირადი ანგარიშის ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების დაფიქისრებას/ცვლილებას და თავადაა პასუხისმგებელი დაიცვას ამ მონაცემების კონფიდენციალურობა. 

4.       მომხმარებლის ანგარიშზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში (ასევე, ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე), მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს კომპანიას შესაბამისი შეტყობინებით, რომლის საფუძველზეც კომპანია (თავად მომხმარებლის სურვილისამებრ) განახორციელებს მომხმარებლის პირადი ანგარიშის დახურვას/დაბლოკვას/განახლებას. 

5.       მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობა და მათ შორის: საგადასახადო/სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები გზავნილებთან დაკავშირებით და პასუხი აგოს თავისივე გზავნილის სამართლებრივ/უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის გადაზიდვას / დასაწყობებას / ტრანსპორტირებასაც  ახორციელებს კომპანია. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ნებისმიერ წარმოშობილ დავასთან/ზიანთან/გაუგებრობასთან დაკავშირებით  კომპანია მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ აქვს წვდომა გზავნილის შიგთავსთან და იგი ეყრდნობა მომხარებლის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას გზავნილთან დაკავშირებით. 

 

Ø  ნაწილი 3

 

1.       კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერი დოკუმენტში / გარიგებაში / შეთანხმებაში / პირობებში.

2.       ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია განაახლებს საიტზე განთავსებულ შესაბამის რეგულაციას - ცვლილების თარიღის მითითებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღს და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ (მითითებული თარიღიდან).

3.       მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს  წესებსა და პირობებს. რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს. 

 

Ø  ნაწილი 4

 

1.       კომპანიის მომსახურებით მომხმარებელის მიერ სარგებლობისათვის: 
მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე.

2.       რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს: 

§  ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს;  ელ.ფოსტას და პაროლს; 

§  იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდებას; საიდენტიფიკაციო ნომერს, დირექტორის მონაცემებს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საბანკო ანგარიშის ნომერს,  წარმომადგენლის მონაცემებს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ელ.ფოსტას და პაროლს, კომპანიის საქმიანობის სფეროს; 

შენიშვნა - მითითებული მონაცემები არ არის საჯარო.

3.       მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას,  კომპანია იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.  კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

4.       რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ეხსნება პირადი ანგარიში და უფლებამოსილება ვებ. გვერდზე განთავსებული სტანდარტული წესების შესაბამისად, შეუკვეთოს მომსახურება დისტანციურად.

5.       მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც მიღებულია დამკვეთის/მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან წარმოადგენს დადასტურებულ  შეკვეთას და დამკვეთს ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ანგარიშსწორება შეკვეთის შესაბამისად.  

 

Ø  ნაწილი 5

 

1.       ვებ გვერდზე რეგისტრაციით, მომხმარებელი აძლევს უფლებას კომპანიას მიიღოს და დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობისა და საიტზე მოქმედი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

2.       მომხარებელი თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის ქვემოთ მოცემული პერსონალური ინფორმაცია:

§  მომხმარებლის სახელი და პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი  – საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო  ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და რომელსაც მომხმარებელი თავად უთითებს. მომხმარებლის სახელი უნდა შეესაბამებოდეს მის საპასპორტო ან საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შედგება სახელისა და გვარის ან იურიდიული სახელწოდებისაგან.

§  მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული შეკვეთების შესრულებისათვის/ დოკუმენტაციის/ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

§  მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც დამკვეთი/მომხმარებელი იღებს საიტის საშუალებით დისტანციური მომსახურების მიღებისათვის  საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე, ინფორმაციასა და დოკუმენტაციას საჭიროების შემთხვევაში.   

3.       პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება კომპანიას - მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესებისა და პირობების და ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად რომელიც ასევე განთავსებულია ვებ-გვერდზე.

 

 

 

Ø  ნაწილი 6

 

1.       მომხარებელი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის და გააჩნია სრული (შეუზღუდავი) უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

2.       მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 

3.       მომხმარებელი დამატებით ადასტურებს:

§  გაეცნო საიტის მოხმარებისა და მომსახურების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები; 

§  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი, ამომწურავი და უტყუარი;

§  მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს და არ იქნება ჩაბმული ან არ მიიღებს მონაწილეობას არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში); 

მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ამ წესებში გამოთქმულ პირობებთან; 
4.
მომხმარებლის უფლებები:

მომხმარებელს გააჩნია შემდეგი უფლებები:

·         საკუთარი პერსონალური მონაცემების წვდომა;

·         მონაცემების გასწორება ან განახლება;

·         მონაცემების წაშლა („დავიწყების უფლება“);

·         მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;

·         მონაცემების გადატანის მოთხოვნა (data portability);

·         პრეტენზიის შეტანა მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორთან.

პერსონალური მონაცემების დაცვის პასუხისმგებელი პირი (DPO):
თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია კომპანია:
შპს „ჯორჯიასიბი“, საკონტაქტო ელ.ფოსტა: info@trackings.ge

5.

წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომპანიამ ცალმხრივი უარი განაცხადოს ვალდებულებების დამრღვევი მომხმარებლისთვის,  ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე. 





Ø  ნაწილი 7

 

1.       ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას; 

 

Ø  ნაწილი 8 

 

1.       კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პირადი ანგარიშითა და საიტის დისტანციური მომსახურებებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა  ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან; 

2.       მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის საიტის  გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. საიტის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს უნარჩუნდება ყველა ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ, რაც წარმოშობილია პირადი ანგარიშის რეგისტრაციის გაუქმებამდე.  

3.       წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ, ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე. 

4.       წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს. 

 

1.       ნაწილი 9 

 

2.       წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

3.       კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ითვალისწინევს  ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციას (General Data Protection Regulation – GDPR) პრინციპებს.

4.       მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.

5.       ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

6.       თუ მხარეები 30 (ოცდაათი ) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უფლებამოსილნი არიან, სურვილის შემთხვევაში მიმართონ  საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს, მათ შორის სასამართლოს.

7.       კომპანია იყენებს cookie-ებს ვებ-გვერდის ფუნქციონირებისა და ანალიტიკის გაუმჯობესების მიზნით. მესამე მხარის სერვისები (როგორიცაა Google Analytics ან სხვა) შესაძლოა აგროვებდნენ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წინასწარ დათანხმდა cookie-ების გამოყენებას შესაბამისი ბანერის მეშვეობით.

8.       მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი cookie არჩევანი.

9.       ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება, რომ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა რეგულირდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა ან ადგილსამყოფელისა.

10.   წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ენობრივად შორის უთანხმოების ან ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ვერსიას.

 

 

 

Trackings.ge

საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით - სწრაფად და უსაფრთხოდ

სერვისები

  • სერვისები
  • ექსპრეს სერვისი
  • დაზღვევა
  • ფულფილმენტის სერვისი
  • COD გადახდა კურიერთან
  • ონლაინ მაღაზიებისთვის
  • დეველოპერების პორტალი

ჩვენ შესახებ

  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • გაცემის პუნქტები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა

საკონტაქტო ინფო

  • მოგვწერეთ
  • +995322112007
  • info@trackings.ge

© 2025 ყველა უფლება დაცულია