Trackings.ge
  • მთავარი
  • შეკვეთის დამატება
  • სერვისები
  • ძებნა
  • ფასები
  • FAQ
  • კონტაქტი
  • შესვლა
  • ქარ
    • English
    • ქართული
    • русский

პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ტრეკინგი და გზავნილის სტატუსი

როგორ შევამოწმო გზავნილის სტატუსი?

გადადით ლინკზე https://trackings.ge/track, ჩაწერეთ თქვენი ტრეკინგ კოდი და ნახეთ გზავნილის ყველა ეტაპი.

არ მაქვს ტრეკინგ კოდი – როგორ ვიპოვო?

ტრეკინგ კოდი იგზავნება SMS ან ელფოსტით, ან გამოგვიგზავნეთ შეკვეთის ნომერი.

სტატუსი არ განახლდა – რატომ?

ზოგჯერ ლოკალური კურიერის მიღებამდე სისტემას დასჭირდება დრო სტატუსის განსახლებად. სცადეთ ხელახლა 10-15 წუთში.

მიწოდება და დრო

რამდენხანში ხდება მიწოდება?

თბილისიდან თბილისში ამანათის მიწოდება ხდებ შეკვეთის აღებიდან მეორე დღესვე, თბილისიდან რეგიონებში, რეგიონიდან თბილისში ან რეგიონიდან რეგიონში ამანათის აღებიდან 1-3 კალენდარული დღის განმავლობაში.

შესაძლებელია იმავე დღეს მიწოდება?

დიახ, გამოიყენეთ ჩვენი ექსპრეს მიწოდების სერვისი თბილისში – მიწოდება დღესვე.

შესაძლებელია თუ არა ამანათის მიწოდება იმავე დღეს რეგიონისთვის?

ამ ეტაპზე ექსპრეს მიწოდების სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

შესაძლებელია შაბათ-კვირას მიწოდება?

დიახ, შესაძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების ჩათვლით

რა ხდება თუ კურიერს ვერ შეხვდა ადრესატი?

იქნება განმეორებითი მიწოდების მცდელობა, თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდება ამანათის ადრესტისთვის ჩაბარება, მომხმარებელთან შეტანხმების შემდეგ ამანათი უბრუნდება გამგზავნს ან ინახება 12 კალენდარული დღის განმავლობაში ადრესატის მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე გაცემის პუნქტში (PUDO) უფასოდ, ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველი დაყოვნებული მომდევნო დღის ემატება 1ლარი.

როგორ მუშაობს Door-to-Door მომსახურება?

ჩვენი კურიერი მოდის მითითებულ მისამართზე, იღებს ამანათს და ჩაბარებს პირდაპირ ადრესატს.

რომელი ქალაქები ფარავს Trackings.ge?

ჩვენი საკურიერო სერვისი მოქმედებს მთელ საქართველოში – ასევე იხილეთ იხილე გვერდი "გაცემის პუნქტები".

ფასები და ტარიფები

როგორ გავიგო ტარიფი კონკრეტულ გზავნილზე?

შეიყვანე მონაცემები ჩვენს კალკულატორში გვერდზე https://trackings.ge/prices და მიიღე ფასი წამებში.

როგორ ხდება COD (Cash on Delivery) თანხის გადარიცხვა გამგზავნთან?

ადრესატის მიერ კურიერთან გადახდის შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა გამგზავნისთვის ხდება თქვენთან შეთანხმებით.

ფასში შედის დაზღვევა?

სტანდარტულ ტარიფში არა, მაგრამ შეგიძლია დაამატო დაზღვევა სურვილისამებრ.

დამატებითი სერვისები

რას გულისხმობს Cash on Delivery?

გადახდა ხდება გზავნილის ჩაბარებისას – თანხა გადაეცემა კურიერს.

ვის შეუძლია ისარგებლოს COD (Cash On Delivery) სერვისით?

Cash on delivery სერვისთ სარგებლობა შეუძლია მხოლოდ პირებს რომლებსაც აქვთ იურიდიული პირის სტატუსი.

როგორ ხდება ამანათის დაბრუნება?

მოთხოვნის საფუძველზე კურიერი ამოიღებს გზავნილს და დააბრუნებს გამგზავნთან.

არის გზავნილი დაზღვეული ავტომატურად?

დაზღვევა არ შედის სტანდარტულ სერვისში – საჭიროა დამატებით გააქტიურება.

ანგარიშები და პლატფორმის გამოყენება

როგორ დავიწყო სერვისის გამოყენება?

გადადით გვერდზე https://trackings.ge/login მიყევით მარტივ ინსტრუქციებს და შექმენით თქცენი პირადი კაბინეტი.

შემიძლია დავაკვირდე ყველა ჩემს გზავნილს ერთ პირად კაბინეტში?

დიახ, ავტორიზაციის შემდეგ ნახავთ ყველა აქტიურ და დასრულებულ გზავნილს.

ვერ იპოვე პასუხი? დაგვიკავშირდი!

თუ ვერ იპოვე კითხვაზე პასუხი, დაგვიკავშირდი კონტაქტის გვერდზე ან დარეკე ცხელ ხაზზე: +995 322 11 20 07

Trackings.ge

მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით. სწრაფად და უსაფრთხოდ

სერვისები
  • სერვისები
  • ექსპრეს სერვისი
  • დაზღვევა
  • ფულფილმენტის სერვისი
  • COD გადახდა კურიერთან
  • ონლაინ მაღაზიებისთვის
  • დეველოპერების პორტალი
ჩვენ შესახებ
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • გაცემის პუნქტები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • წესები და პირობები
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
საკონტაქტო ინფო
  • მოგვწერეთ
  • +995322112007
  • info@trackings.ge

© 2025 ყველა უფლება დაცულია