რა არის COD(cash on delivery) სერვისი?
Cash on Delivery (გადახდა მიწოდებისას) ნიშნავს, რომ ამანათის მიმღები საკურიერო მომსახურების ან/და პროდუქციის ღირებულებას გადაიხდის მხოლოდ იმ მომენტში, როცა კურიერი მიუტანს ამანათს ან გაცემის პუნქტში (PUDO) მოხდება ამანათის მოკითხვა.
- გადახდა ხორციელდება ნაღდი ფულით ან გადარიცხვით
- კლიენტი იძენს ნდობას, რადგან იხდის მხოლოდ მიღების შემდეგ
- გაყიდვების ზრდა და შეკვეთების დადასტურების მეტი შანსი ონალინ მაღაზიებისთვის
ვისთვისაა COD ეფექტური?
- ონლაინ მაღაზიებისთვის — მაქსიმალური მოქნილობა კლიენტისთვის
- დისტრიბუტორებისთვის — თანხის მიღება ადგილზე
- მცირე ბიზნესისთვის — არ გჭირდება საგადახდო სისტემა
როგორ მუშაობს COD სერვისი Trackings.ge-ზე?
- შეარჩიე COD სერვისი შეკვეთის შექმნისას
- კურიერი გზავნილის ჩაბარებისას იღებს თანხას ან ოპერატორი გაცცემის პუნქტში
- Trackings.ge განსაზღვრულ ვადაში გადარიცხავს თანხას შენს ანგარიშზე
დამატებითი პირობები
COD სერვისზე მოქმედებს 2% საკომისიო, მინიმუმ 1 ლარი თითო გადახდაზე. თანხის გადარიცხვა ხორციელდება შეთანხმებული გრაფიკით.
იხილეთ ხშირად დასმული კითხვები დამატებითი დეტალებისთვის.