განბაჟება არის პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანაში შემოტანილი (ან ქვეყნიდან გასატანი) საქონელი
რეგისტრირდება საბაჟო ორგანოში და უტარდება კანონით განსაზღვრული საბაჟო პროცედურები, მათ შორის
გადასახადების (იმპორტის ტარიფი, დღგ, აქციზი) დათვლა და გადახდა.
რატომ ბაჟდება ტვირთი და რა მიზნობრიობით?
ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ ან ორივე შემდეგ კრიტერიუმს:
1 . ღირებულება აღემატება 300 ლარს
2 . აქვს კომერციული დანიშნულება
3. წონა აღემატება 30კგ.-ს.
განბაჟების გადახდის პროცედურა საქართველოში რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ეს პროცესები მნიშვნელოვანია
საქონლის რეგისტრაციისთვის. ქვემოთ მოგაწვდით ეტაპობრივ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ
განბაჟება სწორად:
შენიშვნა:
აუცილებელია არარეზიდენტს ჰქონდეს მიღებული გადამხდელის 9 ნიშნა კოდი.
რა არის 9-ნიშნა კოდი?
9-ნიშნა კოდი, რომელსაც ხშირად "საგადასახადო კოდი" ან საგადასახადო იდენტიფიკატორი ეწოდება,
საქართველოში გამოიყენება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების იდენტიფიცირებისთვის. მას გასცემს
საქართველოს შემოსავლების სამსახური (RS.ge).
მისი აღება შეგიძ₾იათ ვიდეოზარის საშუალებით : https://videocall.rs.ge/
ამ საიტზე უნდა აირჩიოთ : (ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა).
შეავსეთ კითხვარი და განახორციელეთ ვიდეოზარი.
ფიზიკური პირებისთვის: ეს არის პირადი ნომრის საფუძველზე მინიჭებული საგადასახადო იდენტიფიკატორი.
არარეზიდენტებისთვის (საქართველოს მოალაქეობის არ მქონე პირისთვის): 9-ნიშნა კოდი აუცილებელია, თუ
საქართველოში სურთ შემოსავლის მიღება, ბანკის ანგარიშის გახსნა, გადახდების შესრულება ან საგადასახადო
ვალდებულებების გაწევა.
ეტაპი 1:
დეკლარაციის შედგენისთვის აუცილებელია ბიუჯეტში 707017021 კოდზე წინასწარ გადაიხადოთ გეზ-ის
მომსახურების საფასური, რაც დამოკიდებულია საქონლის ღირებულებაზე:
• თუ საქონლის ღირებულება 300-დან 3,000 ლარამდეა, გადასახდელია 20 ლარი;
• თუ ღირებულება 3,000-დან 10,000 ლარამდეა, გადასახდელია 100 ლარი;
• ხოლო თუ ღირებულება 10,000 ლარს აღემატება, გადასახდელია 300 ლარი.
გადახდის ინსტრუქცია (მობაილბანკით):
• შედით მობაილბანკში
• აირჩიეთ: გადარიცხვები → ბიუჯეტში → გადახდა სხვისთვის
• მიუთითეთ ბიუჯეტური კოდი: 707017021
• შეიყვანეთ გადასახდელი თანხა
• გადამხდელის კოდში: თქვენი 9-ნიშნა კოდი
• გადამხდელის დასახელებაში: თქვენი სახელი და გვარი.
ეტაპი 2
· ჩვენი მომსახურების საფასური (დეკლარაციის დამზადება) – 20 ლარი
· მიმღები: ჯორჯიასიბი
· ანგარიშის ნომერი: GE61BG0000000581017005
ამის შემდეგ დაიბეჭდება არასწული დეკლარაცია.
დეკლარაციის ტიპები: სრული და არასრული
⚠️ არასრული დეკლარაცია
ეს არის დეკლარაცია, რომელიც დაუსრულებელია და საჭიროებს დღგ-ს გადახდას.
✅ სრული დეკლარაცია
ეს არის დეკლარაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს რეგისტრაციის ნომერი (რომელიც გენიჭებათ თანხის გადახდის
შემდეგ. (შტრიხკოდი 20010/.....)
შემდეგ გეგზავნებათ საბაჟო დეკლარაცია გადახდისთვის
ეტაპი 3
გიგზავნით დეკლარაციას. დეკლარაციის მიხედვით გადასახდელი დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი)
შეადგენს 00,00 ლარს. გადახდის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ დანიშნულების მითითება წინააღმდეგ შემთხვევაში
არ გაფორმდება.
გადახდის ინსტრუქცია (დღგ - 00,00 ლარი):
გთხოვთ, გადაიხადოთ ზემოთ აღნიშნული თანხა ბიუჯეტში 101001000 კოზე შემდეგი დეტალების მიხედვით:
• თანხა: 00,00 ლარი
• ბიუჯეტური კოდი: 101001000
• დანიშნულება (მნიშვნელოვანია): 20010/......
• გადამხდელის კოდი: შეიყვანეთ თქვენი 9-ნიშნა კოდი (პირადი ან კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი)
• გადამხდელის დასახელება: თქვენი სრული სახელი და გვარი.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
გადახდის შესრულებისას აუცილებელია გამოიყენოთ სწორი გადახდის მეთოდი
არასწორი გადახდის შემთხვევაში:
თანხა შეიძლება არ აისახოს თქვენს საგადასახადო ანგარიშზე;
ჩაითვალოს დაუსრულებლად/დაუფარავად;
გამოიწვიოს ჯარიმები ან დავალიანება.
რეკომენდებულია:
გადახდისას მიუთითოთ თქვენი 9-ნიშნა კოდი როგორც გადამხდელის იდენტიფიკატორი;
საბაჟო დეკლარაციაში სამი ძირითადი გადასახადი ფიქსირდება იმპორტისას:
1. იმპორტის გადასახადი (სასაზღვრო ტარიფი)
შეიძლება იყოს 0%, 5% ან 12% — საქონლის სახეობიდან გამომდინარე.
ითვლება საქონლის საბაჟო ღირებულებაზე.
2. დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი)
ძირითადად 18%.
ითვლება ჯამურად:
(საქონლის ღირებულება + ტრანსპორტირების გადასახადი + აქციზი,იმპორტი თუ არის) × 18%.
3. აქციზის გადასახადი
გამოიყენება მხოლოდ აქციზური საქონლისთვის (მაგ., ალკოჰოლი, სიგარეტი, საწვავი, ავტომობილები და სხვ.).
ტარიფი განსხვავდება საქონლის ტიპის მიხედვით – შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა ერთეულზე, ან
პროცენტული.