1. გამოყენების სფერო
1.1. აღნიშნული წესები
არეგულირებს ამანათების (/გზავნილების) დაზღვევის პირობებს.
1.2 წინამდებარე წესები განსაზღვრავს:
- როგორ
ხდება სადაზღვევო ღირებულების დადგენა;
- რა
შემთხვევებში ითვლება ზიანი დაზღვეულ შემთხვევად;
- კომპანიის
პასუხისმგებლობის ფარგლებს;
- ზარალის
დადასტურების წესს და საჭირო დოკუმენტებს;
- ანაზღაურების
ოდენობისა და გადახდის პირობებს.
1.3. წესები სავალდებულოა როგორც
გამგზავნისთვის, ასევე კომპანიისათვის. მათი დარღვევა შესაძლოა გახდეს სადაზღვევო
ანაზღაურების შემცირების ან უარის თქმის საფუძველი.
1.4. ამანათის დაზღვევა წარმოადგენს დამატებით, ნებაყოფლობით სერვისს. თუ მომხმარებელი
არ ირჩევს აღნიშნულ სერვისს, კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება წესების მე-8
მუხლის 8.2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დაზღვევის სერვისი
2.1 მიზანი
სერვისის მიზანია
მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ამანათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში -
შეკვეთის გაფორმებისას მითითებული პროდუქციის ღირებულების ფარგლებში, შესაბამისი კომპენსაციის
უზრუნველყოფა.
2.2 სერვისის ძირითადი წესები
- შეკვეთის
დამატებისას აუცილებელია პროდუქციის ღირებულების მითითება (გადამხდელის
ვალუტაში).
- გზავნილის
სადაზღვევო თანხა განისაზღვრება გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულების
მიხედვით და უნდა შეესაბამებოდეს რეალურ საბაზრო ფასს იმ ნივთებისა, რომლებიც
გზავნილის შემადგენლობაშია.
- გამგზავნი
ვალდებულია სწორად მიუთითოს გზავნილის ღირებულება, რადგან სწორედ ამ თანხაზეა
დამოკიდებული სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა დაზღვეულ
შემთხვევებში.
- კომპანიას
უფლება აქვს მოითხოვოს დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს
გზავნილის ღირებულებას. ასეთ დოკუმენტებად ითვლება ანგარიშფაქტურა, ქვითარი,
შეძენის დამადასტურებელი სხვა საბუთი ან ხელშეკრულება.
- თუ
გამგზავნი ვერ წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტებს, კომპანიას შეუძლია
თვითონ განსაზღვროს ღირებულება, რისთვისაც გამოიყენებს ბაზრის საშუალო ფასებს
ან სპეციალისტის შეფასებას.
- სადაზღვევო
თანხა მოიცავს ყველა იმ ნივთის ჯამურ ღირებულებას, რომლებიც მითითებულია
გზავნილის შინაარსში. დაუფიქსირებელი ან დამალული ნივთები სადაზღვევო
პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის.
- პროდუქციის
ღირებულება კლიენტმა უნდა მიუთითოს ნივთის რეალური ღირებულების ფარგლებში -
იმ ღირებულების, რომლის დოკუმენტურად დადასტურებასაც შეძლებს
დაზიანების/დაკარგვის დადგომის შემთხვევაში.
3. პროდუქციის ღირებულების დადასტურება
პროდუქციის ღირებულება
გამგზავნმა უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, თუ დადგა დაზიანების ან დაკარგვის
ფაქტი.
საამისოდ ვარგისია ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც აფიქსირებს ნივთის რეალურ
ღირებულებას:
- ქვითარი;
- ონლაინ
მაღაზიის ინვოისი;
- სალარო–აპარატის
ჩეკი;
- საბანკო
გადარიცხვის დადასტურება;
- ხელშეკრულება
ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს ნივთის ღირებულებას;
- მწარმოებლის
ან მომწოდებლის ოფიციალური კომერციული შეთავაზება.
თუ დოკუმენტის წარდგენა
შეუძლებელია, კომპანიას უფლება აქვს თავად განსაზღვროს ნივთის სავარაუდო
ღირებულება - ბაზრის ფასების ან ექსპერტის შეფასების საფუძველზე.
4. განაცხადის განხილვის წესები
დაზიანების ან დაკარგვის
შემთხვევაში კომპენსაციის საკითხი განიხილება მომხმარებელთა განცხადებების განხილვისათვის
დადგენილი წესით (იხ. „წესები და პირობები“, ნაწ.17).
5. ტარიფების გამოყენება
5.1. სადაზღვევო მომსახურების საფასურს იხდის გამგზავნი
შეკვეთის გაფორმების დროს, გარდა შემთხვევისა, როცა გამოყენებულია სპეციალური
შეთანხმება ან პირობები.
5.2. საფასურის გადახდის
მეთოდები:
- საბანკო
გადარიცხვა;
- ონლაინ
გადახდა კომპანიის მიერ განსაზღვრული მეთოდებით.
5.3. საფასურის გადახდა უნდა
განხორციელდეს მანამ, სანამ გზავნილის გადაცემის პროცესი დასრულდება.
გადახდის გარეშე სერვისი არ ითვლება აქტიურად და კომპანია არ იღებს სადაზღვევო
პასუხისმგებლობას.
5.4. თუ ტარიფი რეგულარულად
იცვლება, ცვლილებები ვრცელდება მხოლოდ იმ გზავნილებზე, რომლებიც გაფორმებულია
ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ.
5.5. დაზღვევის
საფასურის/საკომისიოს გამოთვლის წესი
სადაზღვევო მომსახურების საკომისიო
შეადგენს პროდუქციის გამოცხადებული ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარს.
5.6. ვალუტა
პროდუქციის გამოცხადებული
ღირებულება მითითებულია გადამხდელის ვალუტაში: ლარი
თუ კლიენტი ირჩევს
განსხვავებულ ვალუტას, კონვერტაცია ხდება კომპანიის ტარიფის დოკუმენტში მითითებული
კურსებით.
6. დაზღვეული შემთხვევები და
გამონაკლისები
6.1. სადაზღვევო შემთხვევად
ითვლება 6.2 პუნქტში მითითებული მოვლენა, რომლის შედეგადაც გზავნილს მიადგა ზიანი
ან მოხდა მისი სრულად დაკარგვა, თუ ეს მოვლენა დადგა კომპანიის პასუხისმგებლობის
პერიოდში.
6.2. სადაზღვევო შემთხვევად
ჩაითვლება შემდეგი მოვლენები:
- გზავნილის
სრული დაკარგვა ტრანსპორტირებისას;
- გზავნილის
ნაწილობრივი დაკარგვა;
- საგნის
დაზიანება, დეფორმაცია, გატეხვა ან სხვა ტიპის დაზიანება, რომელიც
გამოწვეულია ტრანსპორტირებით;
6.3. კომპანიის პასუხისმგებლობა
არ ვრცელდება და სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება შემდეგი შემთხვევები:
- შემთხვევა,
რომელიც მოხდა უმართავი ძალის (ფორს–მაჟორის) შედეგად, როგორებიცაა: სტიქიური
უბედურება, უცაბედი კლიმატური მოვლენა, სამხედრო მოქმედებები, მასობრივი არეულობები;
- გამგზავნის
მიერ არასათანადო შეფუთვა, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
- გზავნილის
შიგთავსის დამალვა ან არასწორი დეკლარირება;
- ნივთების
ისეთი თვისებები, რომლებიც ბუნებრივად იწვევს დაზიანებას (მაგ., მტვრევადი,
მსხვრევადი, სწრაფად ლპობადი);
- აკრძალული
ან შეზღუდული ნივთების გაგზავნა;
- ნივთების
გაფუჭება, რომელიც გამოწვეულია ტემპერატურით ან შენახვის რეჟიმის მოთხოვნით,
თუ ასეთი პირობები არ იყო გათვალისწინებული გზავნილის წესებში.
6.4. ასევე გამონაკლისად ითვლება
ზიანის ის ტიპი, რომელიც არ დადგა კომპანიის პასუხისმგებლობის დროს - მაგალითად,
გამგზავნის ან მიმღების მხრიდან გადაცემა/მიღების პერიოდში დაშვებული შეცდომები.
7. დაზღვეული შემთხვევის დადგომისას მოქმედების წესი
7.1. როგორც კი გამოვლინდება
გზავნილის დაზიანება ან დაკარგვა, მომხმარებელმა უნდა აცნობოს ამის შესახებ
კომპანიას დადგენილი ფორმით (იხ. „წესები და პირობები“, ნაწ. 17).
7.2. შეტყობინება უნდა გაკეთდეს
არაუგვიანეს იმ ვადისა, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის შიდა წესებით (იხ.
„წესები და პირობები“, ნაწ. 17, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე). ვადის დარღვევის
შემთხვევაში კომპანიას შეუძლია უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე.
7.3. გზავნილის მიღებისას, თუ
ფიქსირდება შეფუთვის დაზიანება, მიმღები ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტი
(დაზიანების აქტი) კურიერთან.
7.4. თუ გზავნილის შიგთავსის
დაზიანება ან დაკარგვა გამოვლინდა გახსნის მომენტში, მიმღები ვალდებულია:
- შეაჩეროს
გახსნის პროცესი;
- გადაიღოს
ფოტო/ვიდეო მტკიცებულება;
- მიმართოს
კომპანიის ფილიალს ან ცხელ ხაზს;
- შეადგინოს
შესაბამისი განაცხადი დადგენილ ვადაში.
7.5. ზიანის დადასტურებისათვის
აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება
ზარალის ანაზღაურებაზე;
- დაზიანების
დამადასტურებელი ფოტო/ვიდეო მასალა;
- პროდუქციის
ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- შიდა
ზედნადების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- განაცხადის
განხილვისათვის მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები.
7.6. კომპანია უფლებამოსილია
მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ექსპერტიზა, თუ ამის გარეშე ვერ დადგინდება
ზიანის რეალური ოდენობა.
7.7. განაცხადის განხილვა
მიმდინარეობს იმ ვადაში, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის შიდა წესებით (იხ.
„წესები და პირობები“, ნაწ. 17, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე). გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ, ანაზღაურება მოხდება საბანკო გადარიცხვით ან სხვა დადგენილი გზით.
8. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
8.1. ანაზღაურების ოდენობა
განისაზღვრება გზავნილის რეალური ზიანის ოდენობის მიხედვით, მაგრამ არ შეიძლება
აღემატებოდეს იმ სადაზღვევო თანხას, რომელიც მითითებულია გზავნილის გაფორმებისას. ამავე დროს, ანაზღაურება ექვემდებარება 8.3 პუნქტით განსაზღვრულ
მაქსიმალურ ლიმიტს.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის გაფორმებისას მომხმარებელს არ აქვს არჩეული ამანათის დაზღვევის სერვისი და არ აქვს გადახდილი შესაბამისი სადაზღვევო საფასური, გზავნილის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მაქსიმუმ 20 (ოცი) ლარით, მიუხედავად გზავნილის რეალური ღირებულებისა. აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის
საბოლოო და მაქსიმალურ ზღვარს იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევის სერვისი არ არის არჩეული.
8.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა შეკვეთის გაფორმებისას აირჩია ამანათის დაზღვევის სერვისი და გადაიხადა სადაზღვევო საფასური, გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში კომპანია აუნაზღაურებს პროდუქციის ღირებულების 100%-ს, ხოლო ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – რეალურად დადასტურებულ ზიანს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, მიუხედავად
გამოცხადებული პროდუქციის ღირებულებისა.
8.4. ნაწილობრივი დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება განისაზღვრება რეალურად დაზიანებული
პროდუქციის ღირებულებით, ან მათი შეკეთების/აღდგენის ხარჯებით, თუ ეს
დამტკიცებულია დოკუმენტურად.
8.5. თუ ზიანის მოცულობის
განსაზღვრა რთულია, კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ექსპერტიზა, რათა დადგინდეს
პროდუქციის საბაზრო ღირებულება ან მისი გაუმართაობის ხარისხი.
8.6. ანაზღაურების ოდენობაში არ
შედის:
- გამგზავნისა
და მიმღების მიუღებელი შემოსავალი;
- შემოსავლების
შემცირების გამო მიღებული ზარალი;
- არაპირდაპირი
ზარალები (მაგ., დაგვიანების გამო გამოწვეული ფინანსური ზიანი);
- არამატერიალური
ზიანი.
8.7. ანაზღაურება განხორციელდება
მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა სრულად დამტკიცდება და
წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი.
8.8. კომპანიას უფლება აქვს უარი
თქვას ან შეამციროს ანაზღაურება, თუ გამოვლინდა:
- პროდუქციის
ღირებულების განგებ გადაჭარბებული მითითება;
- შიდა
წესების დარღვევა;
- დაზიანება, რომელიც დადგა გამგზავნის ბრალით ან არასათანადო შეფუთვით.. ტერიტორიული შეზღუდვები (სად არ მოქმედებს დაზღვევა):
9.1 ტერიტორიები, რომლებზეც კომპეტენტურმა ორგანოებმა შემოიღ
საომარი
მდგომარეობა - ნებისმიერი მიზეზით,
საგანგებო
მდგომარეობა,
და
რომლებიც უკავშირდება შემდეგ ფაქტორებს:
ძალადობრივი კონსტიტუციური ცვლილებები, სახელმწიფო გადატრიალება, შეიარაღებული აჯანყება, მასობრივი არეულობა, ტერორისტული აქტები.
9.2
ასეთ ტერიტორიებზე დაზღვევა არ მოქმედებს და კომპანია არ იღებს სადაზღვევო პასუხისმგებლობას.