ნაწილი 1 - ზოგადი ინფორმაცია
1.ვებგვერდზე დარეგისტრირებით ან/და კომპანიის მომსახურების გამოყენებით ან/და თანხმობის უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით, თქვენ ელექტრონულად ხელს აწერთ და თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.
2.დამკვეთის მიერ ამანათის კომპანიისათვის ჩაბარება, გზავნილის ფორმის (მათ შორის ელექტრონული ფორმის) შევსება და/ან შეკვეთის დარეგისტრირება ითვლება წინამდებარე წესებითა და პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული ოფერტის სრულ და უპირობო მიღებად და წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულების დადებას.
3.მომხარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება ამ წესების განუყოფელი ნაწილია, მინიჭებული აქვს იდენტური იურიდიული ძალა და მოქმედებს მასთან ერთად.
ნაწილი 2 – წესებისა და პირობების ძალაში შესვლის დრო
1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდეგში – „წესები“) არ ვრცელდება იმ ამანათებზე, რომლებიც დარეგისტრირებულია წესების ძალაში შესვლამდე. ასეთი ამანათების მიმართ გამოიყენება რეგისტრაციის მომენტში მოქმედი წესები.
2. წინამდებარე წესები ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-5 (მეხუთე) დღეს, კერძოდ, 2026 წლის 11 თებერვალს.
ნაწილი 3 - ვებგვერდის გამოყენების პირობები
1. მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე წესებით დადგენილი და საიტზე განთავსებული სხვა სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული წესები, ასევე კონკრეტული მომსახურების მიმართ მითითებული წესები.
2. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების ან მისი პირადი ანგარიშის უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე, ვინაიდან მას არ აქვს ინფორმაცია მომხმარებლის პირადი ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებასთან დაკავშირებით. მომხმარებელი თავად ახორციელებს პირადი ანგარიშის ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების დაფიქსირებას/ცვლილებას და თავადაა პასუხისმგებელი დაიცვას ამ მონაცემების კონფიდენციალურობა.
3. მომხმარებლის ანგარიშზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში (ასევე, ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე), მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს კომპანიას შესაბამისი შეტყობინებით, რომლის საფუძველზეც კომპანია (თავად მომხმარებლის სურვილისამებრ) განახორციელებს მომხმარებლის პირადი ანგარიშის დახურვას/დაბლოკვას/განახლებას.
4. მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პირობა და მათ შორის: საგადასახადო/სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები გზავნილებთან დაკავშირებით და პასუხი აგოს თავისივე გზავნილის სამართლებრივ/უფლებრივ მდგომარეობაზე, რომლის გადაზიდვას / დასაწყობებას / ტრანსპორტირებასაც ახორციელებს კომპანია. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ნებისმიერ წარმოშობილ დავასთან/ზიანთან/გაუგებრობასთან დაკავშირებით კომპანია მთლიანად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას არ აქვს წვდომა გზავნილის შიგთავსთან და იგი ეყრდნობა მომხმარებლის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას გზავნილთან დაკავშირებით.
ნაწილი 4 - წესებში ცვლილებების შეტანის წესი
1. კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, ან/და ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ დოკუმენტში / გარიგებაში / შეთანხმებაში / პირობებში.
2. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია განაახლებს საიტზე განთავსებულ შესაბამის რეგულაციას -ცვლილების თარიღის მითითებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღს და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს საიტზე გამოქვეყნების შემდეგ (მითითებული თარიღიდან).
3. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს წესებსა და პირობებს. რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
ნაწილი 5 - რეგისტრაციისა და მომხმარებლის ანგარიშის გამოყენების წესი
- კომპანიის მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისათვის მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე.
2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს:
§ ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; ელ.ფოსტას და პაროლს;
§ იურიდიული პირის შემთხვევაში -სახელწოდებას; საიდენტიფიკაციო ნომერს, დირექტორის მონაცემებს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საბანკო ანგარიშის ნომერს, წარმომადგენლის მონაცემებს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ელ.ფოსტას და პაროლს, კომპანიის საქმიანობის სფეროს;
3. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, კომპანია იტოვებს უფლებას მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ეხსნება პირადი ანგარიში და უფლებამოსილია ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული წესების შესაბამისად შეუკვეთოს მომსახურება დისტანციურად.
5. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც მიღებულია დამკვეთის/მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან, წარმოადგენს დადასტურებულ შეკვეთას და დამკვეთს ეკისრება ვალდებულება მოახდინოს ანგარიშსწორება შეკვეთის შესაბამისად.
ნაწილი 6 - პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი
1. ვებგვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი უცხადებს თანხმობას კომპანიას მიიღოს და დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით), საქართველოს კანონმდებლობისა და საიტზე მოქმედი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.
2. მომხარებელი თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის ქვემოთ მოცემული პერსონალური ინფორმაცია:
§ მომხმარებლის სახელი და პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი –საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია და რომელსაც მომხმარებელი თავად უთითებს. მომხმარებლის სახელი უნდა შეესაბამებოდეს მის საპასპორტო ან საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შედგებოდეს სახელისა და გვარის ან იურიდიული სახელწოდებისაგან.
§ მობილური ტელეფონის ნომერი –ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს საიტის მეშვეობით დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული შეკვეთების შესრულებისათვის/ დოკუმენტაციის/ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
§ მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი -ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც დამკვეთი/მომხმარებელი იღებს საიტის საშუალებით დისტანციური მომსახურების მიღებისათვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე, ინფორმაციასა და დოკუმენტაციას საჭიროების შემთხვევაში.
3. პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება კომპანიას, მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესებისა და პირობების და ასევე პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ვებგვერდზე.
ნაწილი 7 - მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
- მომხარებელი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის, რომელსაც აქვს სრული (შეუზღუდავი) უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.
- მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- მომხმარებელი დამატებით ადასტურებს:
§ გაეცნო საიტის მოხმარებისა და მომსახურების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
§ მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი, ამომწურავი და უტყუარი;
§ მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს და არ იქნება ჩაბმული ან არ მიიღებს მონაწილეობას არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ამ წესებში გამოთქმულ პირობებთან;
4. მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს შემდეგი უფლებები:
· საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა;
· მონაცემების გასწორება ან განახლება;
· მონაცემების წაშლა („დავიწყების უფლება“);
· მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;
· მონაცემების გადატანის მოთხოვნა (data portability);
· პრეტენზიის შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
· პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით მონაცემების დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის გამოთხოვა.
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელია კომპანია:
შპს „ჯორჯიასიბი“, საკონტაქტო ელ.ფოსტა: info@trackings.ge
5.
წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომპანიამ ცალმხრივი უარი განაცხადოს ვალდებულებების დამრღვევი მომხმარებლისთვის ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე.
ნაწილი 8 - ინტელექტუალური საკუთრების უფლება
1. ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
ნაწილი 9 - პირადი ანგარიშით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული საკითხები
1. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პირადი ანგარიშითა და საიტის დისტანციური მომსახურებებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება წინამდენარე წესით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის საიტის გამოყენება, რაც არ იწვევს მხარეთა შორის არსებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. საიტის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს უნარჩუნდება ყველა ფინანსური ვალდებულება კომპანიის მიმართ, რაც წარმოშობილია პირადი ანგარიშის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
3. წინამდებარე წესები და პირობები, ძალაში შესვლის შემდგომ, ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
ნაწილი 10 - დავების გადაწყვეტა, cookie-ები და კანონმდებლობა
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ევროკავშირის ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციის (General Data Protection Regulation – GDPR) პრინციპებს.
- მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
- თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უფლებამოსილნი არიან, სურვილის შემთხვევაში მიმართონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს, მათ შორის სასამართლოს.
- კომპანია იყენებს cookie-ებს ვებგვერდის ფუნქციონირებისა და ანალიტიკის გაუმჯობესების მიზნით. მესამე მხარის სერვისები (როგორიცაა Google Analytics ან სხვა) შესაძლოა აგროვებდნენ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წინასწარ დათანხმდა cookie-ების გამოყენებას შესაბამისი ბანერის მეშვეობით.
- მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი cookie არჩევანი.
- ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება, რომ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა რეგულირდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა ან ადგილსამყოფლისა.
ნაწილი 11 - ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:
კომპანია/შემსრულებელი -საკურიერო კომპანია, რომელიც დამკვეთის (მომხმარებლის) შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობებისა და სხვა სახის საკურიერო და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს. შპს ჯორჯიასიბი (ს,.კ.: 406444959) რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, თენგიზ ჩანტლაძის ქ., N 11გ, სადარბაზო 1, სართული 5, საოფისე ფართი N18 პირი;
ვებგვერდი - ნიშნავს ვებგვერდს Trackings.GE, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;
მომხმარებელი/გამგზავნი/დამკვეთი -ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრირებულია საიტზე და ფლობს პირად ანგარიშს საიტზე, სურს კომპანიის ვებგვერდის საშუალებით მიიღოს საკურიერო ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება ან/და სარგებლობს საიტზე შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით. პირი, რომელიც აგზავნის საკურიერო გზავნილს და პასუხისმგებელია მის შიგთავსზე, რაც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება, რომ მისი საკურიერო მომსახურებით გაგზავნა არის კანონით ნებადართული.
მომხმარებლის/გამგზავნის/დამკვეთის მისამართი - ადგილი/მისამართი, საიდანაც ხორციელდება საკურიერო გზავნილის აღება/წამოღება.
ადრესატი/მიმღები – პირი, რომელსაც ეგზავნება საკურიერო გზავნილი, ადრესატის სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი წესების შესაბამისად.
ადრესატის/მიმღების მისამართი – ადგილი/მისამართი, რომელზეც უნდა განხორციელდეს საკურიერო გზავნილის ჩაბარება.
ანგარიში - მომხმარებლის ვებგვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში;
წესები - წინამდებარე წესები და პირობები, ვებგვერდზე განთავსებული წესები და პოლიტიკა/მომსახურების სტანდარტული პირობები და ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული მომსახურებების გამოყენებისა და ვებგვერდის გამოყენების საკითხებს.
მომსახურება -სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის/დასაწყობების/საკურიერო ასევე მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელსაც ახორციელებს კომპანია და რომლის შეკვეთაც შესაძლებელია წინამდებარე საიტის საშუალებით.
მარეგულირებელი ხელშეკრულება -მომხმარებლებსა და კომპანიას შორის ელ. ფორმით გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის განუყოფელი ნაწილია წინამდებარე წესები და პირობები და ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი შეთანხმება / პოლიტიკა.
საკურიერო გზავნილი – წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, ტვირთი, რომლის მიღება, გაგზავნა ან/და ჩაბარება ხორციელდება კომპანიის მიერ დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში;
ამანათი – საკურიერო გზავნილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გაგზავნა/მიღება/ჩაბარება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და კომპანიის მიერ დადგენილ პირობებს/წესებს და აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს:
- ამანათის წონა – 30 კგ-მდე.
- ამანათის ზომა – არაუმეტეს 100სმX70სმX70სმ-ზომებისა;
წერილი/დოკუმენტაცია – საკურიერო გზავნილის ერთ-ერთი სახეობა, წერილობითი კორესპოდენცია ან/და ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დატანილია ქაღალდზე ან/და დოკუმენტთა ერთობლიობა, რომელიც იგზავნება/ბარდება კონვერტით და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- წერილის/დოკუმენტაციის წონა – 1 კგ-მდე.
- წერილის/დოკუმენტაციის ზომა – არაუმეტეს 35სმX28სმ, მათ შორის მითითებული ზომების რომელიმე ერთეულის მიმართ და არაუმეტეს კომპანიის საქაღალდე კონვერტისა.
- საკურიერო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება, თუ კონკრეტული პუნქტით/მითითებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გამგზავნის მიერ გზავნილის დარეგისტრირების დროიდან თუ გზავნილის დარეგისტრირება განხორციელებულია დღის 16:00 საათამდე, თუ გამგზავნის მიერ საკურიერო გზავნილის დარეგისტრირება მოხდება 16:00 საათის შემდეგ, ჩაბარების ვადა ითვლება მომდევნო კალენდარული დღიდან. სერვისცენტრში 16:00 საათამდე მიღებულ ამანათებზე ჩაბარების ვადა ითვლება იმავე დღიდან, ხოლო 16:00 საათის შემდეგ მიღებული საკურიერო გზავნილი ითვლება მომდევნო კალენდარულ დღეს მიღებულად.
სერვისცენტრი – კომპანიის ობიექტი/წარმომადგენლობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საქმიანობის ოპერირება.
ცხელი ხაზი - კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი, რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიასთან დაკავშირება +(995) 32 2 11 20 07
პირადი კაბინეტი - საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელზე მინიჭებული უნიკალური კაბინეტი, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელი ახორციელებს ამანათის რეგისტრაციას და იღებს ინფორმაციას ამანათის სტატუსის შესახებ.
გზავნილის თრექნომერი - გზავნილზე დატანილი უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება გზავნილის იდენტიფიცირება და კონტროლი.
მხარე - შემსრულებელი ან დამკვეთი კონტექსტის შესაბამისად;
მხარეები - შემსრულებელი და დამკვეთი ერთად;
მესამე პირ(ებ)ი - ნებისმიერი პირი, გარდა დამკვეთისა ან / და შემსრულებლის;
კონფიდენციალური ინფორმაცია - პირდაპირ ან არაპირდაპირ მხარისგან წერილობით ან / და ზეპირი ფორმით მიღებული ან / და მხარის მიერ მოპოვებული, შემუშავებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: ფინანსური, კომერციული, სამართლებრივი, ტექნიკური ინფორმაცია, კლიენტების, საქმიანობისა და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურად არის მიჩნეული მხარის მიერ;
პირგასამტეხლო - ხელშეკრულების მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
დღე - ნიშნავს კალენდარულ დღეს (შაბათის, კვირის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირდაპირ არაა მითითებული სამუშაო დღეზე.
მოქმედი კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ მხარეთა ვალდებულებებს და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
ფორს-მაჟორი – სტიქიური კატასტროფა, გაფიცვა, ამბოხება, ხანძარი, საგანგებო ან საომარი ვითარება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ეპიდემია, პანდემია ან / და მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან / და განვითარდა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ; და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს ხელშეკრულებით ან / და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან / და ჯეროვნად შესრულებაზე;
C.O.D (CASH ON DELIVERY) - გადახდის მეთოდი, როცა ამანათის ღირებულების გადახდა ნაღდი ანგარიშწორებით ხდება მომსახურების მიწოდებისას.
მულტი შეკვეთა - მომსახურება, როდესაც კომპანია იღებს გზავნილებს ორ ან მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე, აღნიშნულ გზავნილებს აერთიანებს ერთ საერთო შეკვეთად და აწვდის ერთ საბოლოო მიმღებს.
გამოცხადებული ღირებულების სერვისი - მომხმარებლის მიერ ამანათის დარეგისტრირებისას სავალდებულოდ მითითებული ამანათის ფულადი ღირებულება, რომელიც ასახავს გზავნილის სავარაუდო საბაზრო ფასს და გამოიყენება კომპანიის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრის განსაზღვრისათვის. კომპანიას არ ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამანათის ღირებულების მიმართ, თუ მომხმარებელმა არ აირჩია დამატებითი სერვისი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობის მოცულობას წინამდებარე წესების შესაბამისად.
ნაწილი 12 - მომსახურების პირობები
- საკურიერო გზავნილის სერვისცენტრში შენახვის ვადა აითვლება მიღების დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, თუ მხარეთა შორის შეთანხმების კონკრეტული პუნქტი არ ითვალისწინებს სხვაგვარ მოწესრიგებას.
- მოქმედება, რომლისთვისაც დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო კალენდარული დღის დამთავრებამდე (23:59 საათამდე).
- საკურიერო გზავნილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 30კგ-ს.
- საკურიერო მომსახურების ტარიფი შესაძლოა შეიცვალოს, იმ შემთხვევაში თუ საკურიერო გზავნილის წონა მომხმარებლის მიერ არასწორადაა მითითებული და სორტირების ცენტრში აწონვის შემდეგ დაფიქსირდა +/-500გრ-იანი სხვაობა.
- საკურიერო გზავნილის მიწოდება კურიერის მეშვეობით ხორციელდება ორჯერადად უფასოდ, ვერ ჩაბარების შემთხვევაში, არსებული ამანათის გადამისამართება ხდება სერვისცენტრში ან დაუბრუნდება გამგზავნს. სერვისცენტრში დაბრუნების შემთხვევაში თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას დაემატება ამ ღირებულების 15%, გამგზავნთან დაბრუნების შემთხვევაში დაემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულების 40%.
- საკურიერო გზავნილი სერვისცენტრში ინახება 12 დღე უფასოდ.
- ნებისმიერი ვადა, რომელიც დადგენილია სერვისცენტრში საკურიერო გზავნილის შენახვისათვის, შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს გამგზავნის ან ადრესატის ინდივიდუალური წერილობითი მომართვის საფუძველზე. შენახვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს. ნებისმიერ ამგვარ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომპანია.
- საკურიერო გზავნილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამგზავნისა და ადრესატის შესახებ. საკურიერო გზავნილის შესავსები დოკუმენტის ფორმა განისაზღვრება კომპანიის მიერ, რომელიც მოიცავს გამგზავნისა და ადრესატის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
- ვინაობა (სახელი, გვარი), ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში) მისამართი (საკურიერო ინდექსი, დასახლებული პუნქტი, ქუჩის სახელწოდება, შენობის და ბინის ნომერი).
- იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საკურიერო გზავნილის სპეციფიკიდან გამომდინარე დადგენილია დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა კომპანიის მიერ, გამოიყენება კონკრეტული წესები.
- საკურიერო გზავნილის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით, არაბული ციფრების გამოყენებით.
- საკურიერო გზავნილი მომხმარებელს ბარდება კარიდან-კარამდე პრინციპით 10კგ-მდე ამანათის შემთხვევაში. 10კგ-ზე მეტი ამანათის შემთხვევაში, კურიერის მიერ ამანათის მიწოდება მოხდება სახლის/სადარბაზოს შესასვლელთან.
- იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნს სურს მიიღოს ინფორმაცია საკურიერო გზავნილის გაგზავნის ფაქტის დადასტურების შესახებ, შეუძლია ეწვიოს ვებგვერდზე განთავსებულ პირად კაბინეტს ან დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე და გზავნილის თრექინგკოდის მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია. გამგზავნს ან/და ადრესატს ან/და მათ კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მომართოს კომპანიას და მიიღოს დამატებით ინფორმაცია საკურიერო გზავნილის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებთანაც გაფორმებულია ინდივიდუალური ხელშეკრულება მისი პირობებით.
- იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს სურს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია საკურიერო გზავნილის შესახებ, აღნიშნული გაგზავნის მომენტში უნდა იქნეს მოთხოვნილი, როგორც დამატებითი სერვისი, კომპანიის მიერ განსაზღვრული საფასურის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მომთხოვნი პირის მისამართზე, შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში ან/და გაიცემა იმავე ვადაში შესაბამის სერვისცენტრში.
- კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ამანათზე მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც:
ა) იგი ფიზიკურად მიღებულია კომპანიის მიერ;
ბ) დარეგისტრირებულია კომპანიის ელექტრონულ სისტემაში;
გ) ამანათს მინიჭებული აქვს თრექინგ ნომერი;
დ) შეფუთვაზე დატანილია კომპანიის მიერ გენერირებული ეტიკეტი.
ამ პირობებიდან რომელიმეს არქონის შემთხვევაში ამანათი არ ითვლება კომპანიის მიერ მიღებულად, მიუხედავად მისი ფიზიკური მდებარეობისა კომპანიის სერვისცენტრში, კურიერის ტრანსპორტში ან სხვა ობიექტზე.
ნაწილი 13 - პერსონალური მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები
- შემოთავაზებული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა მონაცემი, რომელიც მოთხოვნილია მომსახურების გაწევის/მიღების მომენტში აუცილებელია მომსახურების სრულყოფისა და უზრუნველყოფისათვის.
- საკურიერო მომსახურების მიღებისას ან/და მისი ცალკეული კომპონენტით სარგებლობისას მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიას გადასცეს განსაზღვრული პერსონალური ინფორმაცია.
- საკურიერო მომსახურების გასაუმჯობესებლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის გადაწყვეტილებით. ცვლილებები ძალაში შედის მისი ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. საკურიერო მომსახურებით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას შეცვლილ პირობებზე.
- მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის ან/და საკურიერო მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ მოწოდებულ უნდა იქნეს შემდეგი პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ გაწეულ იქნეს საკურიერო მომსახურება:
- გამგზავნის და მიმღების შესახებ: ვინაობა (სახელი, გვარი ან დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი), ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა (არსებობის შემთხვევაში) მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩის სახელწოდება, შენობის და ბინის ნომერი).
- მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. კომპანია გონივრულ ვადაში განახორციელებს აღნიშნულ მოთხოვნას. შემდგომი საკურიერო მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია ხელახლა გასცეს მომსახურების მისაღებად საჭირო პერსონალური მონაცემები.
- კომპანიის მიერ წერილობითი ინფორმაცია საკურიერო გზავნილის შესახებ შეიძლება გაიცეს მის გამგზავნზე, ადრესატზე ან/და მათ კანონიერ წარმომადგენელზე შესაბამისი უფლებამოსილებით, მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე. საკურიერო გზავნილისა და პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა შესაძლოა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- კომპანიის მიერ წერილობითი ინფორმაცია გაიცემა კომპანიის ბლანკზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
- კომპანიის მიერ ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაძლოა გაიცეს მხოლოდ საკურიერო გზავნილის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულია შემდეგი ინფორმაცია:
- საკურიერო გზავნილის იდენტიფიცირებადი ნომერი ან/და გამგზავნის და ადრესატის ვინაობა და მისამართი.
- შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ მომსახურების მიღებისათვის საკურიერო გზავნილის გამგზავნისა და მიმღების შესახებ გაცხადებული პერსონალური მონაცემების სისწორესა და მათ მოპოვებაზე.
- სერვისცენტრებსა და მომსახურების ოფისებში სამუშაო საათებში მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მომხმარებლების უფლებების დაცვა, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა, დანაშაულის პრევენცია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. შექმნილი ვიდეო მასალები შეინახება არაუმეტეს 30 დღისა, რომელიც ავტომატურად იშლება აღნიშნული თარიღის შემდგომ აღდგენის ან/და ხელახალი წვდომის შესაძლებლობის გარეშე. ვიდეომონიტორინგზე წვდომა შეზღუდულია, ამდენად, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ვიდეომასალების კონკრეტულ მონაკვეთს აწვდის შესაბამის პირს მოთხოვნის მიზნების შესაბამისად.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე მომხმარებელსა და კომპანიის კონკრეტული ქოლცენტრის თანამშრომელს შორის არსებულ სატელეფონო ზარებზე ხორციელდება აუდიომონიტორინგი. მომხმარებელს ყველა ზარის დაწყებამდე განემარტება სატელეფონო საუბრის დაწყებამდე, რომ მიმდინარეობს საუბრის აუდიომონიტორინგი. შექმნილი აუდიომასალები შეინახება არაუმეტეს 30 დღისა, რომელიც ავტომატურად იშლება აღნიშნული თარიღის შემდგომ აღდგენის ან/და ხელახალი წვდომის შესაძლებლობის გარეშე. აუდიომონიტორინგზე წვდომა შეზღუდულია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტი აწვდის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე აუდიომასალების კონკრეტულ მონაკვეთს შესაბამის პირს მოთხოვნის მიზნებიდან გამომდინარე.
- კომპანიის მიერ მარკეტინგული აქტივობების, გაუმჯობესებული მომსახურების, შეთავაზებების, სიახლეების ან/და სხვა მომხმარებელთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს მომხმარებლის მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მარკეტინგის მიზნებიდან გამომდინარე მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მარკეტინგული აქტივობების შეწყვეტა კომპანიისათვის მიმართვით ნებისმიერ დროს, რაც კომპანიის მიერ განხორციელდება ამგვარი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღისა. მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების განახლების შემთხვევაში, საჭიროა თანხმობის ხელახალი გამოთხოვა.
ნაწილი 14 - აკრძალული შიგთავსი
- საკურიერო გზავნილის აკრძალულ შიგთავსის/ნივთიერებათა საგნების/ცხოველების/პროდუქტების ან/და მასალების ჩამონათვალი განისაზღვრება კომპანიის მიერ. საკურიერო მომსახურების შედეგად აკრძალულია შემდეგი შიგთავსის გაგზავნა:
- კომპანიამ შესაძლოა დააზუსტოს და შეიტანოს დამატებები შეზღუდვების ჩამონათვალში, რაც აიტვირთება კომპანიის ვებგვერდზე და განთავსდება სერვისცენტრებში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო გზავნილის მიმართ კანონმდებლობით ან/და ამ წესებით დადგენილია დამატებითი დოკუმენტის წარდგენის/ფლობის ვალდებულება, გზავნილის გაგზავნა ხორციელდება ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. კომპანია უფლებამოსილია კანონით აკრძალული საკურიერო გზავნილის ან/და ამგვარი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს საკურიერო გზავნილის შესახებ ინფორმაცია და გადასცეს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. ამ ვალდებულებების დარღვევის შედეგად გაგზავნილ საკურიერო გზავნილზე არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა, ამასთან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პასუხისმგებლობისა, მომხმარებელი ვალდებულია ჯარიმის სახით კომპანიას გადაუხადოს საკურიერო გზავნილის გაცხადებული საფასურის 100% (ასი).
იურიდიულად აკრძალული შიგთავსი
- იარაღი, საბრძოლო მასალა და მათი ნაწილები, მათ შორის მაკეტები, დეტალები, დამცავი მოწყობილობები, ასაფეთქებელი კაფსულები და პატრონები.
- ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, კოროზიული, რადიოაქტიური ან სხვა საშიში ნივთიერებები, მათ შორის: ბენზინი, გაზი, ბატარეები (თხევადი), ქიმიური ნაერთები, აეროზოლები.
- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, მათ შორის: მათი პრეკურსორები, და მედიკამენტები, რომელთა შეძენა შეზღუდულია რეცეპტის გარეშე.
- ინფექციური და ბიოლოგიური მასალები, სისხლი, ორგანოები, ბიოპროდუქტები, ნიმუშები.
- ცოცხალი ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზი, ქვეწარმავლები ან სხვა ცოცხალი არსებები.
- დოკუმენტები და მასალები, რომლებიც შეიცავს ან ხელს უწყობს პორნოგრაფიას, პედოფილიას, ძალადობას ან ტერორიზმს.
- კანონის დარღვევით მოპოვებული ან ფალსიფიცირებული ნივთები, მათ შორის ნაქურდალი, თაღლითობით ან კონტრაბანდით მოპოვებული საქონელი.
- ნივთიერებები ან საგნები, რომელთა ფლობა ან გადაზიდვა მოითხოვს სპეციალურ ნებართვას (მაგ.: იარაღი, მედიკამენტები, ქიმიკატები) — ასეთი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
საფრთხის შემცველი და არასათანადო შიგთავსი
- საგნები, რომლებიც შეფუთვით ან ბუნებით შეიძლება დააზიანონ სხვა გზავნილები, ადამიანები ან ქონება.
(მაგალითად: მჭრელი, ბასრი, ან მძაფრი სუნის მქონე ნივთები). - სითხეები ან ზეთოვანი პროდუქტები, თუ არ არის ჰერმეტულად შეფუთული ორმაგი შეფუთვით და შიდა დამცავით.
- მტვრევადი ნივთები (შუშა, კერამიკა, ელექტრონიკა) — ნებადართულია მხოლოდ სათანადო ორმაგი შეფუთვითა და დამცავი მასალით; სხვაგვარად კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას გაგზავნაზე ან გამორიცხოს პასუხისმგებლობა.
- მაღალი ტემპერატურის ან ტენიანობის მიმართ მგრძნობიარე ნივთები, რომლებიც მალფუჭებადია ან მოითხოვს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს.
ფინანსური და ძვირფასი ნივთები
- ნაღდი ფული (ყველა ვალუტა), ფასიანი ქაღალდები, ბირჟის ინსტრუმენტები, ვაუჩერები.
- ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები, მონეტები, ოქროს/ვერცხლის ნაკეთობები და ძვირფასი საათები.
- საგნები, რომელთა ღირებულება აღემატება კომპანიით დადგენილ მაქსიმალურ დეკლარირებულ ღირებულებას (დეკლარირებული ღირებულება და პასუხისმგებლობის ზღვარი:
მალფუჭებადი და საკვები პროდუქტები
- საკვები პროდუქტები, რომლებიც მოითხოვს სპეციალურ ტემპერატურულ ან სანიტარულ პირობებს (მაგ.: ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი, ყვავილები).
- სუნიანად გამოთავისუფლებული ან ქიმიურად არასტაბილური ნივთიერებები.
სხვა შეზღუდვები (შიდა რეგულაციები და ფორს-მაჟორი)
- გზავნილი, რომლის შიგთავსი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფოსტო კავშირის (UPU) წესებთან ან საქართველოს კანონმდებლობასთან.
- გზავნილი, რომლის შიგთავსზე არსებობს ეჭვი, რომ არღვევს საბაჟო, სანქციურ ან KYC (Know-Your-Customer) რეგულაციებს.
- გზავნილი, რომლის შიგთავსი გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის, ეთიკის ან სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხეს.
- კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას გაგზავნაზე, შეამოწმოს გზავნილი ან აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
დამატებითი შენიშვნა
- აკრძალული ან/და შეზღუდული შიგთავსის სია პერიოდულად ახლდება და ქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე და ყველა სერვისცენტრში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- აკრძალული ან/და შეზღუდული შიგთავსის გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნილ გზავნილზე კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას და მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა გზავნილის დეკლარირებული ფასის 100%-ის ოდენობით.
ნაწილი 15 - ამანათის შეფუთვის სტანდარტი
- Trackings.Ge ნებისმიერი სახეობის ამანათს იღებს და აგზავნის მხოლოდ შეფუთული სახით, შიგთავსის შემოწმების გარეშე.
- ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს ამანათის იმგვარი შეფუთვა,რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა ამანათების დაზიანება (მათ შორის დასველება; გაფუჭება) ტრანსპორტირების დროს.
- ამანათი უნდა შეიფუთოს იმგვარად,რომ არ დაიფაროს მასზე დატანილიინფორმაცია. შეფუთვის ზედაპირი უნდა იძლეოდეს მასზე მისამართის ან ტრანსპორტირებისთვის საჭირო სხვა იარლიყების/შტამპების დაკვრის/დატანის საშუალებას.
- ამანათის შესაფუთად რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს :
- ამანათებისთვის - ხის, ფანერის,პოლიმერული, პენოპლასტის - მყარი ყუთები;
- გამგზავნის მიერ ამანათის შეფუთვა უნდა განხორციელდეს მისი წონის, ფორმის, შიგთავსის მასალისა და ხასიათის (თხევადი; მსხვრევადი; მყარი და ა.შ.) მიხედვით, ასევე ამანათის ტრანსპორტირების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
- ამანათი უნდა იყოს შეფუთულიიმაზე გათვლით, რომ:
- გაუძლოს დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას;
- მრავალჯერად გადატვირთვას ან დამუშავებას, დახარისხებას;
- კლიმატის, ტემპერატურისა და წნევისცვალებადობას.
- ფიზიკურ ზემოქმედებას, ზეწოლას, ვიბრაციას, რყევას.
- მეორადი შესაფუთი მასალის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე სათანადოდ წაშლილია ყველა ძველი შტრიხკოდი, მისამართი თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს კურიერი, ამანათის დახარისხების და/ან მისი ადრესატისთვის ჩაბარებისას.
- გამგზავნის მიერ შესაფუთი მასალის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამანათის შიგთავსის სახეობა/თვისებები, მისი წონა და ფორმა. შესაფუთმა მასალამ და შიგთავსის სწორად შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა და მთლიანობის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას (მაგ. ყუთში სიცარიელის დატოვების შემთხვევაში, ის შესაძლოა დაიპრესოს/დაიჩუტოს, ხოლო ზედმეტად სავსე ყუთი - პირიქით, შინაგანი ზემოქმედების შედეგად გასკდეს).
- თუ ამანათში რამდენიმე ნივთია მოთავსებული, აღნიშნული ნივთები უნდა შეიფუთოს ცალ-ცალკე და ამის შემდეგ მოხდეს მათი მყარად განთავსება გასაგზავნ შეფუთვაში.
- შეფუთვა უნდა იყოს ამანათში მოთავსებულ ნივთ(ებ)ზე 2-5 სმ-ით დიდი ყველა მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამანათის რყევის შემთხვევაში, მასში მოთავსებული ნივთები არ მოძრაობდეს. შიგთავსის მოძრაობისშესაზღუდად, ამანათის შიგნითრეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს შემდეგი შემავსებელი მასალები :
- მუყაო;
- გაზეთი;
- ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი;
- პოროლონის ღრუბელი;
- პენოპლასტი;
- კრაფტის ქაღალდი.
- თუ ერთ ყუთში რამდენიმე ნივთია მოთავსებული, აუცილებელია, დაცული იყოს შემდეგი წესები:
- მძიმე ნივთი ქვემოთ, მსუბუქი ზემოთ;
- მტვრევადი/მსხვრევადი ნივთი და სითხე - ცალ-ცალკე;
- ყველა ნივთი ცალ-ცალკე შეფუთული;
- ნივთებს შორის გამყოფი მასალა.
- ამანათი ყველა მხრიდან მყარად უნდა იყოს დახურული, რათა გამოირიცხოს ტრანსპორტირებისა და დამუშავების პროცესშიამანათიდან ნივთის გადმოვარდნა. ამ მიზნით, გამგზავნმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
- ყუთის გამოყენებისას, ამანათის დალუქვა უნდა მოხდეს, მინ. 5სმ-იანი თვითწებადი ლენტის, მთელი ამანათის ირგვლივ, არანაკლებ სამჯერადი შემოტარებით.
- შიგთავსის სახეობის მიხედვით ამანათისშეფუთვისას, დაცული უნდა იყოს შეფუთვის შემდეგი წესები:
ა) სითხე ან ისეთი ნივთიერება, რომელიც ადვილად იქცევა სითხედ, უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში/პლასტმასის ბოთლში, რომელიც უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, ყუთი ამოვსებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მასალით რომელიც კონტეინერის/პლასტმასის ბოთლის დაზიანების შემთხვევაში მთლიანად შეიწოვს სითხეს.
ბ) ცხიმის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ გადაიქცევა სითხედ, როგორებიცაა საცხები, ნახევრად თხევადი საპონი, ფისი და სხვა, პირველადი შესაფუთი მასალით (ყუთი, ნაჭრის ტომარა, პლასტმასის კონტეინერი და სხვ.) უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული შიგთავსის გაჟონვა.
გ) მშრალი საღებავი ფხვნილები, როგორიცაა მეთილენის ლურჯი და სხვა, დაიშვება მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ლითონის ყუთებში, რომლებიც თავის მხრივ განთავსებული უნდა იქნეს შესაბამისი შემწოვი და დამცავი მასალით ამოვსებულ მყარ ყუთებში.
დ) მშრალი არასაღებავი ფხვნილები უნდა განთავსდეს მყარ კონტეინერებში (ყუთი, ტომარა), რომლებიც თავის მხრივ განთავსდება მყარ ყუთებში.
ე) მცენარეები მოთავსებული უნდა იყოს შესაბამის ქოთნებში:
1) ყუთში ვერტიკალურ მდგომარეობაში;
2) მიწა დაფიქსირებული;
3) ღიობები ჰაერისათვის;
4) ყუთზე შესაბამისი ნიშნით.
ვ) მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვრევადი/მტვრევადი ნივთები (ნივთები, რომლებიც შეიძლება გატყდეს, გაიბზაროს ან სხვაგვარად დაზაინდეს 1 (ერთი) მეტრიდან დაცემის შემთხვევაშიც) უნდა შეიფუთოს ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფნით, ქსოვილით ან სხვა მსგავსი შესაფუთი მასალით და მოთავსდეს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით, რათა ტრანსპორტირების პროცესშითავიდან იქნეს აცილებული ნივთსა და ყუთის კედლებს შორის ხახუნი, ხოლო თუ ამანათში რამდენიმე ნივთია - ასევე ამ ნივთებს შორის ხახუნი. თუ ამანათი მტვრევადია ან მსხვრევადია, მომხმარებელი ვალდებულია, მონიშნოს სისტემაში შესაბამისი აღმნიშვნელი გრაფა, თუმცა ამავდროულად, იგი ვალდებულია აუცილებლად დაიტანოს გამაფრთხილებელი სტიკერი ამანათზეც.
ზ) წვეტიანი ან ბასრი ნივთები უნდა განთავსდეს მყარ ყუთში, ხოლო თავად ყუთში - წვეტიანი და ბასრი ნაწილები უნდა შეიფუთოს ისეთი მასალით (ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი, თვითწებადი ლენტი და ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფს როგორც თავად ამ ნივთისუსაფრთხოებას ტრანსპორტირების დროს,ასევე ყუთის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში - დაიცავს სხვა ამანათებს დაზიანებისგან.
თ) თუ ამანათის ტიპი ამ დოკუმენტში განსაზღვრული არ არის, მომხმარებელი უნდა ორიენტირდეს ანალოგიურ ტიპებზე, მსგავს აღწერილობასა და ხასიათზე.
15. არასათანადო შეფუთვად მიიჩნევა:
- შეუფუთავი ნივთები;
- ამანათი, რომელიც არ არის სათანადოდ მყარი ფაქტურით შეფუთული;
- როდესაც შეფუთვისას გამოიყენება ადვილად დაზიანებადი მატერია, მათ შორის, სასაჩუქრე პაკეტები, ჩანთები ან არამყარი პარკები;
- შეფუთვა, რომელიც არ იკვრება ფიქსირებული შესაკრავით;
- არასრულად (ნახევრად) შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ამანათები;
- არაპროპორციული ზედაპირის მქონე, წაგრძელებული ან ამოშვერილი ფორმის მოქნე ამანათი, რომელიც არ არის სრულად და სათანადოდ შეფუთული (მაგ. ავეჯის დეტალი, რკინის მილი)
- ნებისმიერი შეფუთვა, რომელიც არ იცავს ამანათს ძალის ზემოქმედების (მათ შორის დარტყმის, დაწოლის, სიმძიმის დადების) შედეგად ან ხახუნის შედეგად დაზიანებისაგან.
16. ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ამანათზე სამისამართო მონაცემების მარკირების წესები.
პლატფორმაზე ამანათის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გენერირდება ამანათის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ამანათის, მათ შორის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და თრექ. კოდს. პლატფორმაზე შევსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ყველა ველი შეავსოს ზუსტად და სრულად.
ამანათის ეტიკეტი სასურველია წებოვან ფურცელზე დაიბეჭდოს სათანადო პრინტერის საშუალებით.
მომხმარებელი ვალდებულია ამანათზე წაკითხვადი ზომითა და ფორმით, ხილვადად დაიტანოს ამანათის თრექ. კოდი, მიმღების სახელი, გვარი ტელეფონის ნომერი, ჩაბარების ქალაქი და მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში - სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა), შიგთავსის შემადგენელი ნივთების რაოდენობა და სახეობა.
კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათის ჩაბარებაზე ან იდენტიფიცირებაზე, რომელსაც არ ექნება ან არასრულად ან/და არასწორად ექნება მითითებული რომელიმე შემდეგი ინფორმაცია: ამანათის მიმღების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ჩაბარების ქალაქი და მიმღების მისამართი (სრულად). ასეთი ამანათები შედიან ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკჯგუფში, რაზეც ჩაუბარებლობის რისკი სრულად არის მომხმარებელზე (გამგზავნზე).
17. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
17.1 გამგზავნის პასუხისმგებლობა
- გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება კურიერის სხეულის დაზიანების, სხვისი საფოსტოამანათების ან/და კომპანიის ქონების დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:
- აკრძალული საგნების გაგზავნა;
- დადგენილი წესებისდარღვევით ამანათის შეფუთვა.
- გამგზავნის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია გასაგზავნად მიიღებს ამანათს, რომელიც შეიცავს აკრძალულ საგნებს, ან შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.
17.2 გამგზავნის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
- თუ გამგზავნი დაიცავს ამანათის გაგზავნისთვის დაწესებულ ყველა პირობას, ის პასუხს არ აგებს იმ ზიანზე,რომელიც წარმოიშობა კომპანიის ბრალით, ამანათის დამუშავების ან/და მისი ტრანსპორტირების დროს.
17.3 კომპანიის პასუხისმგებლობა
კომპანიის პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიცმისი ბრალით (განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს ,,წესები და პირობები“-ის დოკუმენტში განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
- კომპანია მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა მისი ბრალით, ამანათის:
- სრული დაკარგვით;
- შიგთავსის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებით ან დაკარგვით;
- კომპანიის პასუხისმგებლობა ძალაშია:
- ხელშეკრულებითა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით, წინამდებარე წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ა) ამანათის სრული დაკარგვისას;
ბ) ამანათის შიგთავსის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ასეთი დაზიანება ან დაკარგვა გამოწვეულია ამანათის შეფუთვის გარეგანი დაზიანებით და აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს;
17.4 კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
ა) თუ ამანათი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
ბ) იმ ამანათების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;
გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
დ) შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს ამანათების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
ე) თუ ამანათისდაკარგვა, ან გარეგნული დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის,არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით;
ვ) იმ ამანათისმიმართ, რომელიც შეიცავსგასაგზავნად აკრძალულ საგნებს;
ზ) იმ ამანათის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი ამანათის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
ი) თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნიარაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
კ) თუ ამანათი გარეგნულად არ არის დაზიანებული;
ლ) თუ მომხმარებელმა განცხადებით არ მიმართა კომპანიას ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
18. კომპანია პასუხს არ აგებს იმ ამანათებზე, რომლებიც ჩაბარებულია კომპანიის მიერ დაწესებული წესების დაცვით და პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა მიმღებმა. ასევე გარეგანი დაზიანების მქონე ამანათების ჩაბარების შემთხვევაში, მიმღები ვალდებულია ამანათი გახსნას კურიერის თანდასწრებით და დაათვალიეროს შიგთავსი. რომელიც დადასტურებული იქნება კურიერის მიერ გადაღებული ფოტომასალით.
კურიერის მიერ ადრესატის მისამართის დატოვების შემდგომ გარეგანი დაზიანების მქონე ამანათის შიგთავსის დაზიანებაზე ან ნივთის დაკარგვაზე პრეტენზია არ მიიღება.
ნაწილი 16 - მხარეთა პასუხისმგებლობა
- შემსრულებელი პასუხს აგებს იმ პირდაპირი მატერიალური ზიანისთვის, რომელიც დადგება შემსრულებლის ან მისი პერსონალის (არსებობისას) მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან / და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
- გაწეულ საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები რეგულირდება წინამდებარე წესებით.
- კომპანიის პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს იმ შემთხვევეში, თუ სახეზეა პირდაპირი მატერიალური ზიანი და აღნიშნული დამდგარია უშუალოდ კომპანიის ბრალეული ქმედებით. კომპანიის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობებით.
- კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება სავარაუდო ან/და არაპირდაპირ ზიანზე ან/და მიუღებელ შემოსავალზე.
ნაწილი 17- განაცხადის წარმოდგენისა და განხილვის წესი
- საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განაცხადი/მოთხოვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, კომპანიის მიმართ გამორიცხულია ყოველგვარი პასუხისმგებლობა.
- განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობით, კომპანიის მიერ განსაზღვრული განაცხადის ელექტრონულად შევსების გზით.
- განაცხადი უნდა შეიცავდეს:
(ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
(ბ) გზავნილის ნომერსა და გაგზავნის თარიღს;
(გ) მოთხოვნის არსს, ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნას;
(დ) შესაბამის დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს; - კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტები, თუ ეს აუცილებელია განაცხადის განსახილველად. დამატებითი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
- განაცხადი განიხილება მისი ან/და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
- განაცხადი დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ ზიანი გამოწვეულია კომპანიის ან მისი თანამშრომლების ბრალით.
- განაცხადი არ დაკმაყოფილდება, თუ:
(ა) იგი შეტანილია ვადის დარღვევით;
(ბ) არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
(გ) შემთხვევა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით ან არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი სხვა გარემოება. - განაცხადის განხილვის შედეგი მეორე მხარეს ეგზავნება წერილობითი/ელექტრონული ფორმით.
- განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება უარის საფუძველი და შესაბამისი დასაბუთება.
- კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება სავარაუდო ან/და არაპირდაპირ ზიანზე ან/და მიუღებელ შემოსავალზე.
- კომპანიის პასუხისმგებლობა ამ მუხლით განსაზღვრული წესით დგება საკურიერო გზავნილის:
ა) შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, იმ შემთხვევაში თუ დაცულია საკურიერო გზავნილის შეფუთვის წესები გამგზავნის მიერ.
ბ) საკურიერო გზავნილის დაკარგვით ან ქურდობით.
- კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ საკურიერო გზავნილებზე:
ა) რომელიც შეიცავს აკრძალულ შიგთავსს, მიუხედავად საკურიერო გზავნილის მიღებისა.
ბ) რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა გამგზავნისაგან მიღებული არასწორი ან/და არასრულყოფილი ინფორმაციის შედეგად (კერძოდ, გამგზავნი ვალდებულია თითოეულ შეკვეთაზე მიუთითოს მიმღების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი).
გ) რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მარკირება ან/და შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.
დ) რომელიც დაიკარგა, დაზიანდა ან რაიმე ფორმით წარმოიშვა პასუხისმგებლობის გარემოებები გამგზავნის ბრალით ან/და იმგვარი ინფორმაციის მიუწოდებლობით, რომლის შემთხვევაშიც თავიდან იქნებოდა არიდებული აღნიშნული შედეგი.
ე) იმ საკურიერო გზავნილებზე, რომლებზეც სახელმწიფო შესაბამისი უწყებების მხრიდან მიმდინარეობს გამოძიება ან შეჩერებულია შემოწმება ან დაკავებულია ან მოთხოვნილია მისი განადგურება/კონფისკაცია. აღნიშნულზე არ ვრცელდება გაგზავნა/ჩაბარების ვადების დაცვის ვალდებულება;
ვ) თუ ანაზღაურების მიზნით გამგზავნი/ადრესატი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.
ვ) თუ კომპანიის მიერ დაცულია წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საკურიერო გზავნილის გაგზავნის/ჩაბარების პირობები.
ზ) თუ საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც აჩერებს ან/და გამორიცხავს საკურიერო გზავნილის მიწოდებას კონკრეტული მოქმედების განხორციელებამდე ან/და აღნიშნული გარემოების აღმოფხვრამდე. წინამდებარე შემთხვევაში მიწოდების ვადები გადაიწევს საბაჟო ორგანოების მხრიდან იძულებითი მოცდენის პროპორციული ვადით.
თ) ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.
- გამგზავნი სრულადაა პასუხისმგებელი საკურიერო გზავნილის შიგთავსზე ან/და მისით გამოწვეულ შედეგებზე, რაზედაც არ ვრცელდება მაქსიმალური პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობები.
- გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება საკურიერო გზავნილის შიგთავსით გამოწვეული:
ა) კომპანიის უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანებისათვის;
ბ) კომპანიის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისათვის;
გ) სხვა საკურიერო გზავნილების დაზიანებისათვის;
დ) აკრძალული ნივთიერებების ან/და საგნების გაგზავნისათვის;
ე) დადგენილი წესების დაუცველად ან/და მათი დარღვევით ან/და არასათანადოდ შეფუთვისათვის;
- თუ გამგზავნის მიერ დაცულია საკურიერო გზავნილის გაგზავნისათვის განსაზღვრული ყველა პირობა, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ ზიანზე, რომელიც წარმოშობილია კომპანიის ბრალით. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგომის შემთხვევაში, გამგზავნის მიერ ანაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც კომპანიაა პასუხისმგებელი ნებისმიერ მესამე პირთან.
- საკურიერო გზავნილზე, რომელიც დაზიანდა გამგზავნის მიერ არასათანადო შეფუთვის გამო, არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა.
- საკურიერო გზავნილზე, რომლის შიგთავსიც დაზიანებულია, თუმცა შეფუთვა არ არის დაზიანებული ან/და იმგვარად არ არის დაზიანებული, რასაც შეეძლო შიგთავსის დაზიანება გამოეწვია, არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა.
- კომპანიის მიმართ მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა იყოს ამანათის დაკარგვა, ნაწილობრივი დაკარგვა ან/და დაზიანება.
- ამანათის შესაძლო სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, კურიერის მიერ ამანათის აღების ან მომხმარებლის მიერ ამანათის კომპანიის სერვისცენტრში დარეგისტრირების დღის მომდევნო დღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მომხმარებელს წარმოეშობა წერილობითი მომართვის (/განაცხადის შევსების) უფლება შესაბამისი მოთხოვნით.
- ამანათის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელს წერილობითი მომართვის (/განაცხადის შევსების) უფლება წარმოეშობა დაზიანების აღმოჩენის მომენტიდან.
- ამანათის გარეგანი დაზიანება კომპანიის პასუხისმგებლობის საფუძველი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიგთავსი სრულად ან ნაწილობრივ გაბზარულია, გატეხილია ან დაზიანებულია წყლის, ცეცხლის ან სხვა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.
- განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
ნაწილი 18 - ფორს–მაჟორი
- მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებითა და წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, თუ ამის მიზეზია ფორსმაჟორული გარემოება (სტიქიური უბედურება, ომი, ეპიდემია, სახელმწიფო რეგულაცია და სხვ.).
- ფორს–მაჟორის დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლის ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი გახდა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს წერილობით. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს, გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
ნაწილი 19 - კონფიდენციალურობა
- მხარეები მიიღებენ ყველა ზომას იმისათვის, რომ მესამე პირებს არ ჰქონდეთ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
- მეორე მხარისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებისათვის გასამჟღავნებლად საჭიროა ამ მხარის თანხმობა.
- კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
ა) რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დროს კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო მიღებული ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ და ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იყო შეზღუდული კონფიდენციალურობის ვალდებულებით.
ბ) ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც გამჟღავნების მომენტში უკვე საჯაროდაა ცნობილი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა მისი გამჟღავნება ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის მიზეზი გახდა.
გ) ისეთი ინფორმაცია, რომლის შემთხვევაში შეიძლება დადასტურდეს, რომ თავად მიმღები მხარის მიერ არის შემუშავებული ან მიღებული ისეთი მესამე პირისგან, ვისზეც არ ვრცელდება ასეთი ინფორმაციის მიღების შეზღუდვა მიუხედავად მისი შემდგომი გამჟღავნებისა პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით.
დ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრება რომელიმე მხარეს სასამართლოს ან / და არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან მოქმედი კანონმდებლობის ძალით.
- კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება გააგრძელებს მოქმედებას სრული მოცულობით და იქნება მბოჭავი ხასიათის განუსაზღვრელი დროით.
ნაწილი 20 - საკურიერო მომსახურების აღწერა
- კომპანია ადრესატისათვის ჩაბარებისა და საკურიერო მომსახურების მიზნით ახორციელებს შემდეგი საკურიერო გზავნილების მიღება/გაგზავნა/ჩაბარებას:
- წერილი/დოკუმენტაცია.
- ამანათი
- ტვირთი
- საკურიერო გზავნილის მიღება გამგზავნის მიერ შესაძლოა განხორციელდეს საკურიერო გზავნილების სერვისცენტრში წარმოდგენით ან საკურიერო სერვისის მიღებით, რის შემდგომაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება წინამდებარე პირობების შესაბამისად. საკურიერო სერვისის შედეგად გამგზავნის მიერ საკურიერო გზავნილის გაგზავნისას ხორციელდება მათი შესაბამის სერვისცენტრში მიტანა, ხოლო შემდგომ მათი დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება. საკურიერო სერვისის მეშვეობით შაბათ დღეს არ ხორციელდება ამანათების მიღება კურიერის მეშვეობით.
- საკურიერო გზავნილი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს შიგთავსის გათვალისწინებით, იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი დაზიანება ტრანსპორტირების დროს გამგზავნის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო გზავნილის შიგთავსი მსხვრევადი ნივთია, გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს შეფუთვაზე შესაბამისი აღნიშვნის დატანა. მსხვრევადი ნივთი, რომელიც შეფუთულია ქარხნულად, იგზავნება დამატებითი შეფუთვის გარეშე, თუ დაზიანებული არ არის შეფუთვა. დაზიანებული ქარხნული შეფუთვისას გამოირიცხება კომპანიის პასუხისმგებლობა გზავნილის დაზიანებასთან დაკავშირებით. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არასათანადოდ შეფუთული მსხვრევადი შიგთავსის მქონე გზავნილი, რა შემთხვევაშიც გამგზავნი აცხადებს თანხმობას გზავნილის დაზიანებისას კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ.
- საკურიერო გზავნილის მიღებისას, გამგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა შესაფუთი მასალის გამგზავნისათვის გადაცემა დამატებითი მომსახურების ფასით განხორციელდეს კომპანიის მიერ. კომპანიის პასუხისმგებლობა მიუხედავად შესაფუთი მასალის გადაცემისა არ იცვლება.
- კომპანია უფლებამოსილია უარი უთხრას გამგზავნს საკურიერო გზავნილის მიღება/გაგზავნაზე იმ შემთხვევაში თუ კომპანია ჩათვლის, რომ მაღალია შიგთავსის დაზიანების რისკი გამგზავნის მიერ შეფუთულ საკურიერო გზავნილზე. აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის უფლებამოსილებას და გამგზავნის მიერ არასათანადოდ შეფუთული გზავნილის დაზიანებაზე არ ვრცელდება კომპანიის პასუხისმგებლობა. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არასათანადოდ შეფუთული ნებისმიერი ტიპის გზავნილი, რა შემთხვევაშიც გამგზავნი აცხადებს თანხმობას გზავნილის დაზიანებისას კომპანიის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ.
- ნებისმიერი საკურიერო გზავნილის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს არსებული შეზღუდვები და აკრძალვები შიგთავსის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან ან/და წესებიდან. შიგთავსის კანონმდებლობასთან ან/და წესებთან შესაბამისობის შესახებ პასუხისმგებლობა ეკუთვნის გამგზავნს.
- გამგზავნმა გაგზავნამდე შესაბამისი ფორმით უნდა მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია კომპანიას შიგთავსთან დაკავშირებით. გამგზავნის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კომპანია ახორციელებს საკურიერო გზავნილის შესახებ ინფორმაციის ასახვას.
- შეკვეთის გაფორმება საკურიერო გზავნილის გასაგზავნად შესაძლოა განხორციელდეს, როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთას აფორმებს მიმღები, იგი თავადაა პასუხისმგებელი გამგზავნის მიერ შეფუთვის, გზავნილის კურიერისთვის მიწოდების და ყველა სხვა დეტალზე, მათ შორის ფასიანი პარკირების ხარჯების დაფარვა და სხვა საკითხები, რომელიც წარმოადგენს საკურიერო გზავნილის გაგზავნის წინაპირობას. როცა შეკვეთა ხორციელდება მიმღების მიერ, კომპანიის მხრიდან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ იმ პირთან, რომელმაც განახორციელა შეკვეთა.
- პირი, რომელიც აფორმებს შეკვეთას ვალდებულია მიაწოდოს კომპანიას გზავნილის შესახებ შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ინფორმაცია გამგზავნის შესახებ:
- სახელი,გვარი/ორგანიზაციის დასახელება (წარმომადგენლის შემთხვევაში, მისი ინფორმაცია);
- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
- მისამართი;
- ტელეფონის ნომერი.
ინფორმაცია მიმღების/ადრესატის შესახებ:
- სახელი,გვარი/ორგანიზაციის დასახელება;
- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;
- მისამართი;
- ტელეფონის ნომერი.
- საკურიერო გზავნილის ჩაბარება მომხმარებელს/ადრესატს შეუძლია კომპანიის კონკრეტული საკურიერო გზავნილის მიღების სერვისცენტრში ან/და კურიერის მეშვეობით ჩაბარების მისამართზე.
- საკურიერო გზავნილის გაგზავნისას გამგზავნის მიერ შესაძლოა არჩეულ იქნეს საკურიერო გზავნილის გაგზავნა ჩაბარების დასტურით, რა დროსაც წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს საკურიერო მომსახურების თანხა. საკურიერო გზავნილი ჩაბარების დასტურით გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გზავნილზე მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება. ჩაბარების დასტურის შესახებ ინფორმაციის გამგზავნზე ჩაბარება, ხორციელდება წინამდებარე წესებითა და პირობებით საკურიერო გზავნილის ჩაბარების წესებით დადგენილ ვადებში.
- საკურიერო გზავნილის გაგზავნისას მიეთითება კონკრეტულად საკურიერო სერვისის როგორი სახით სურს მომხმარებელს მომსახურება, რის შესაბამისადაც ანგარიშდება მომსახურების თანხა. მომსახურების სახეები შესაძლოა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პირობებს, ფასსა და ვადებს.
- საკურიერო გზავნილის მიღებისას კომპანია უფლებამოსილია ხელახლა მოახდინოს საკურიერო გზავნილის აწონვა/გაზომვა იმისათვის, რომ დაადასტუროს მომხმარებლის მიერ გაცხადებული მონაცემები ან/და დაადგინოს საკურიერო გზავნილის რეალური რეკვიზიტები. საკურიერო მომსახურების საფასური ექვემდებარება ცვლილებას რეალური რეკვიზიტებიდან გამომდინარე. საკურიერო გზავნილის წონა და მოცულობა/ზომები ანგარიშდება შეფუთვიანად.
- ფასისა და გადაზიდვის პირობებთან მიმართებით გაითვალისწინება საკურიერო გზავნილის გარე კუთხეების ზომები შეფუთულ მდგომარეობაში და არა უშუალოდ შიგთავსის ზომები.
- მოცულობითი წონა და მასთან დაკავშირებული პირობები:
- იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო გზავნილი ზომების კუთხით აღემატება შესაბამისი საკურიერო გზავნილის სახეობისთვის დადგენილ რომელიმე ზომას (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) კომპანია ახორციელებს საკურიერო გზავნილის მოცულობითი წონის დადგენას.
- იმ შემთხვევაში, თუ მოცულობითი წონა აღემატება ფაქტობრივ წონას, საკურიერო გზავნილის მომსახურების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით. მოცულობითი წონის დაანგარიშების ფორმულა არის შემდეგნაირი: საკურიერო გზავნილის (სიგრძე*სიგანეზე*სიმაღლეზე)/6000.
- მაგალითი: იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი აგზავნის ამანათს, რომლის გარე კუთხეების სიგრძე არის 110 სმ, გარე კუთხეების სიგანე 80 სმ, ხოლო გარე კუთხეების სიმაღლე 50 სმ მიუხედავად მისი ფაქტობრივი წონისა, მისი მოცულობითი წონა იქნება:
- იმ შემთხვევაში, თუ საკურიერო გზავნილის მოცულობითი წონა აღემატება ტვირთისთვის დაშვებულ ფაქტობრივ წონას ან საკურიერო გზავნილი მოცულობითი წონის მიხედვით ექცევა სხვა სახეობის საკურიერო გზავნილში საფასური ანგარიშდება კომპანიის მიერ დადგენილი მომსახურების ფასებით.
(110*80*50)/6000= 73.3 კგ/მ³ (ერთეულები დამრგვალდება მეათედამდე).
შესაბამისად, ამანათი, რომლის სპეციფიკაცია შეესაბამება ზემოაღნიშნულ ზომებს, გაიგზავნება ტვირთისთვის დადგენილი მომსახურების საფასურით. აღნიშნული ეხება ყველა სახის საკურიერო გზავნილს.
- კომპანია დაზღვეული საკურიერო გზავნილის შემთხვევაში (იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომია აღნიშნული სერვისით სარგებლობა), ამოწმებს შეფუთვას და საკურიერო გზავნილის შიგთავს (ზედაპირულად), გამგზავნი ვალდებულია დაზღვეული საკურიერო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში უზრუნველყოს იმგვარად შეფუთვა, რომ კომპანიის წარმომადგენელს საშუალება ჰქონდეს დაათვალიეროს საკურიერო გზავნილი. კომპანიის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ტექნიკურ მახასიათებლებზე და ნებისმიერ დეტალზე, რომელიც ვიზუალური დათვალიერებით არ შეიძლება იქნეს დადასტურებული. კომპანია უფლებამოსილია უარი უთხრას გამგზავნს დაზღვეული საკურიერო გზავნილის გაგზავნაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ შეფუთვა და შიგთავსი არ არის შესაბამისი სტანდარტების დაცვით ან/და არსებობს მისი დაზიანების მაღალი რისკი.
- საკურიერო გზავნილის შესაბამის სერვისცენტრში მიღების შემდგომ კომპანია ახორციელებს ამ პირობების შესაბამისად გზავნილის დამუშავებას და ადრესატისათვის ჩაბარებისათვის მომზადებას.
- ჩაბარებისათვის ხორციელდება საკურიერო გზავნილის დახარისხება, შესაბამის სერვისცენტრში განაწილება, რათა საკურიერო გზავნილი ჩაბარდეს ადრესატს.
- საკურიერო გზავნილი ექვემდებარება გაგზავნას იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს მიღების პირობებს და გამგზავნის მიერ დაცულია კანონმდებლობითა და წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული პირობები.
- გამგზავნის მიერ საკურიერო გზავნილის გაგზავნის შემდგომ, გამგზავნი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საკურიერო გზავნილის ადრესატისათვის/მიმღებისათვის ჩაბარებაზე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკურიერო გზავნილი არ გასულა გამგზავნისთვის მომსახურე სერვისცენტრიდან ან ადრესატის/მიმღების სერვისცენტრიდან კურიერის მიერ ან/და არ ჩაბარებია თავად ადრესატს/მიმღებს, შემდეგი წესით:
- იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი უარს ამბობს საკურიერო გზავნილის გაგზავნაზე, მაშინ, როცა საკურიერო გზავნილს არ დაუტოვებია გამგზავნის მომსახურე სერვისცენტრი, გამგზავნს უკან დაუბრუნდება საკურიერო გზავნილი და გადახდილი თანხა.
- იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი უარს ამბობს საკურიერო გზავნილის ჩაბარებაზე, რა დროსაც საკურიერო გზავნილმა დატოვა მისთვის მომსახურე სერვისცენტრი, უკან დაბრუნებულ გზავნილზე გამგზავნი ვალდებულია აანაზღაუროს დამატებით , საკურიერო გზავნილის მომსახურების 15%. თუ გამგზავნს სურს აღნიშნული საკურიერო გზავნილის საკურიერო მომსახურების შედეგად მიღება, მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფს დაემატება თავდაპირველი მომსახურეობის საფასურის 40%.
- საკურიერო გზავნილის გაგზავნისათვის გამგზავნის იდენტიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენით: პირადობის მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო პასპორტი, დროებითი ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა. საკურიერო გზავნილის გაგზავნაზე უფლებამოსილი პირის მინიმალური ასაკი შეადგენს 16 წელს.
- საკურიერო გზავნილის ჩაბარების მიზნით საკურიერო გზავნილი შესაძლოა განთავსდეს შესაბამის სერვისცენტრში ან კურიერის მეშვეობით მიეწოდოს ადრესატს გზავნილის გაგზავნისას მომხმარებლის მიერ არჩეული სერვისის შესაბამისად.
- საკურიერო გზავნილი ადრესატს შესაძლოა ჩაბარდეს სერვისცენტრიდან გატანის წესით.
- იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ადრესატის მიერ გზავნილის შესაბამისი სერვისცენტრიდან გატანა, ადრესატი უფლებამოსილია კონკრეტული სერვისცენტრის სამუშაო საათებში ეწვიოს საკურიერო გზავნილის გასატანად.
- კომპანია უზრუნველყოფს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით უზრუნველყოს ადრესატისათვის გზავნილის ხელმისაწვდომობა შესაბამის სერვისცენტრში გასატანად.
- სერვისცენტრში საკურიერო გზავნილი შესაძლოა ჩაბარდეს მესამე პირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს ადრესატის მოქმედ პირადობის მოწმობას/პასპორტს.
- საკურიერო გზავნილი ადრესატს შესაძლოა ჩაბარდეს კურიერის მეშვეობით.
- იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ადრესატისათვის გზავნილის საკურიერო მომსახურების შედეგად მიწოდება, ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს.
- თუ ვერ ხორციელდება ადრესატისათვის მისამართზე საკურიერო გზავნილის ჩაბარება, კომპანია წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვადებითა და პირობებით უზრუნველყოფს ადრესატისათვის გზავნილის ხელმისაწვდომობას შესაბამის სერვისცენტრში გასატანად, რაზედაც ინფორმაცია დაიტანება წებოვან ლენტზე.
- კურიერი უზრუნველყოფს ადრესატის მისამართზე გზავნილის განუხორციელებლობის შესახებ შესაბამისი წებოვანი ლენტით გაფრთხილების დატოვებას, რის შემდგომაც ადრესატი ვალდებულია თავად გამოცხადდეს სერვისცენტრში გზავნილის მისაღებად დადგენილ ვადებში, იმ შემთხვევაში, თუ ადრესატის მისამართი იძლევა ამგვარი გაფრთხილების დატოვების შესაძლებლობას.
- თუ კურიერი ვერ ახერხებს ადრესატის კონკრეტულ მისამართამდე მისვლას, ვინაიდან მისამართი მდებარეობს შენობა-ნაგებობაში ან/და ოფისში ან/და სხვა მსგავს დაწესებულებაში, რომელში ფიზიკურად შესვლისთვისაც საჭიროა დამატებითი მოქმედებების განხორციელება, კურიერი გაფრთხილებისათვის ლენტს დატოვებს მიმდებარედ თვალსაჩინო ადგილას შესაძლებლობიდან გამომდინარე.
- კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს წებოვანი ლენტით დატოვებულ გაფრთხილებაზე ან/და მისი ადრესატისათვის გაცნობის აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან შესაძლოა მესამე პირის მიერ დაუდგენელი მიზეზებისდაგამო დაიკარგოს/მოიხიოს აღნიშნული ლენტი.
- იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი იურიდიული პირია, საკურიერო გზავნილი შესაძლოა ჩაბარდეს მისამართზე ნებისმიერ დასაქმებულს ან/და მყოფ პირს, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებიდან აღემატება 16 წელს.
- საკურიერო გზავნილის ჩაბარებისათვის ადრესატის იდენტიფიკაცია შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენით: პირადობის მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო პასპორტი, დროებითი ბინადრობის მოწმობა, მართვის მოწმობა. საკურიერო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირის მინიმალური ასაკი შეადგენს 16 წელს.
- საკურიერო გზავნილის ჩაბარება არ განხორციელდება:
- გარეშე პირებისათვის, როგორებიცაა მეზობელი, ნათესავი, თუ ეს პირი უშუალოდ ადრესატის მისამართზე (ბინაში, ოფისში, კერძო სახლის ეზოში) არ დახვდა კურიერს.
- იმ პირთათვის, რომელიც თუმცა წარმოადგენს ადრესატის ოჯახის წევრს, მაგრამ ვიზუალური შეფასებით ვისი ასაკიც ნაკლებია 16 წელზე კურიერის გადაწყვეტილებით.
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება, იგი დატოვებული იქნება კომპანიის მიერ განსაზღვრულ სერვისცენტრში შესანახად. სერვისცენტრში საკურიერო გზავნილის უფასო შენახვის ვადა შეადგენს 12 კალენდარულ დღეს. ამ ვადაში ადრესატის ან მისი წარმომადგენლის ან სრულწლოვანი პირის, რომელიც წარადგენს საკუთართან ერთად ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა იდენტიფიკაციის დოკუმენტს) უფლება აქვს გაიტანოს გზავნილი სერვისცენტრიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, მიიჩნევა, რომ ადრესატმა უარი განაცხადა საკურიერო გზავნილის მიღებაზე.
- მიუკითხავი საკურიერო გზავნილი, რომელსაც გაუვიდა წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული სერვისცენტრში შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან გაგზავნის სერვისცენტრში. დაბრუნებულ გზავნილზე სერვისცენტრში შენახვის უფასო ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.
- იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებით დადგენილ შენახვის ვადაში მიმღების ან გამგზავნის მიერ არ ხორციელდება საკურიერო გზავნილის მიღება, კომპანია განახორციელებს მიმღებთან ან/და გამგზავნთან სატელეფონო გზით ფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციას, რის შემდგომაც მიმღების/გამგზავნის დასტურის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს რომელიმე საკურიერო გზავნილის სერვისცენტრში შენახვას ამ პირობებით დადგენილ ვადებზე მეტი ვადით, საკურიერო გზავნილი შესაძლოა შენახულ იქნეს სერვისცენტრში არაუმეტეს 30 დღისა, საიდანაც უფასო ვადების შემდგომი დღეები ანაზღაურდება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფასებით. საკურიერო გზავნილის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდის შემდგომ. კომპანია უფასო ვადების შესაბამისად განახორციელებს საკურიერო გზავნილთან დაკავშირებულ ქმედებებს იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდა მიმღებთან ან/და გამგზავნთან სატელოფონო კომუნიკაცია.
- გზავნილი, რომელიც მიღებულია გასაგზავნად გამგზავნის მოთხოვნით, თუმცა გაგზავნის მომენტში კომპანიას არ აქვს კონკრეტულ ჩაბარების ადგილას/მისამართზე დაფარვის ზონა, განთავსდება მისამართთან არსებულ უახლოესს სერვისცენტრში. თავის მხრივ, კომპანია ანიჭებს უფლებამოსილებას მიმღებს მიიღოს გზავნილი კომპანიის მიერ განსაზღვრული სერვისცენტრიდან, რაზედაც ეცნობება მიმღებს, მიმღებთან კავშირის შეუძლებლობის შემთხვევაში კი - გამგზავნს. მიმღებისაგან გზავნილის სერვისცენტრიდან მიღების შესახებ თანხმობის შემთხვევაში, საკურიერო გზავნილის სერვისცენტრში შენახვის ვადაა 12 დღე სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელების დღიდან. მიმღებისაგან გზავნილის მიღებაზე უარის შემთხვევაში ან/და შენახვის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, უკან დაბრუნებული გზავნილის გამგზავნისათვის ჩაბარება განხორციელდება მიმღებისგან უარის გაცხადებიდან ან/და შენახვის ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში. ჩაუბარებლობის შემთხვევაში მოქმედებს წინამდებარე მომსახურების პირობებით დადგენილი წესები.
- იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას კონკრეტულ რეგიონსა ან/და ქალაქში არ აქვს სერვისცენტრი, საკურიერო გზავნილი გაიგზავნება კომპანიის გადაწყვეტილებით იმ ქალაქში, სადაც კომპანიას აქვს სერვისცენტრი. აღნიშნული სერვისცენტრიდან განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით დაფარვის ზონების შესაბამისად საკურიერო გზავნილების ჩაბარება. საკურიერო გზავნილების ჩაბარების ვადა არადაფარვის ზონებში და მაღალმთიან რეგიონებში შეადგენს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს მისი მიღებიდან.
- თუ საკურიერო გზავნილი გაგზავნილია გამგზავნის მისამართიდან, დაბრუნდება გამგზავნის მისამართზე, რისთვისაც კურიერი განახორციელებს ერთჯერად ვიზიტს წინამდებარე საკურიერო გზავნილის გაგზავნის წესების შესაბამისად.
- თუ გამგზავნი დადგენილ ვადაში არ გაიტანს სერვისცენტრიდან საკურიერო გზავნილს ან/და ვერ ჩაბარდება გამგზავნს მის მისამართზე პირველივე ვიზიტისთანავე, კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკურიერო გზავნილთან დაკავშირებით და იგი შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფოს ან განადგურდეს თუ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია ან მოითხოვს დამატებით ხარჯებს კომპანიის მხრიდან.
- ნებისმიერ შემთხვევაში, წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული საკურიერო გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სრულად არის მომსახურების კომპანიის მიერ დადგენილი საფასური გადახდილი კონკრეტულ საკურიერო გზავნილზე.
- საკურიერო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება:
- ადრესატის მისამართზე ადრესატისათვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის ან/და უშუალოდ მისამართზე მყოფი პირისათვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებიდან გამომდინარე აღემატება 16 წელს;
- შესაბამის სერვისცენტრში ადრესატის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ან/და იმ პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს ადრესატის მოქმედ პირადობის მოწმობას/პასპორტს საკურიერო გზავნილის მიღების შემთხვევაში.
- საკურიერო მომსახურების შედეგად ადრესატის მისამართზე საკურიერო გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში ჩაბარების სავარაუდო ვადებია გზავნილის აღებიდან:
- მეორე კალენდარული დღე - დედაქალაქის მასშტაბით.
- მესამე კალენდარული დღე - რეგიონებში.
- მულტი შეკვეთის საფასური - სტანდარტული საკურიერო მომსახურების ტარიფის 150%
ნაწილი 21 - ანგარიშსწორების შესახებ
- საკურიერო მომსახურების საფასური, ასევე კომპანიის მიერ შეთავაზებული დამატებითი სერვისების მომსახურების საფასური განისაზღვრება კომპანიის მიერ ვებგვერდზე განთავსებული ან/და სერვისცენტრში განთავსებული ფასების შესაბამისად ან/და წინამდებარე წესებითა და პირობებით. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ფასთა პოლიტიკა. შეცვლილი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე ან/და შესაბამის სერვისცენტრში.
- მომსახურების საფასური შესაძლოა იყოს სხვადასხვა ოდენობის, საკურიერო მომსახურების მიღებისას გამგზავნის მიერ შერჩეული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე.
- მომსახურების საფასური შესაძლოა გადახდილ იქნეს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით. გადახდა შესაძლოა განხორციელდეს გამგზავნის ან ადრესატის მიერ კომპანიის მიერ განსაზღვრული ფასების შესაბამისად, ნაღდი ანგარიშსწორების ან ლინკით გადახდის მეშვეობით.
- მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე და/ან CoD (Cash on Delivery) გზით მიღებული თანხების გადარიცხვის დღეს, გაწეული მომსახურების საფასურის დაქვითვით.
- ინვოისით განსაზღვრული თანხა უნდა დაიფაროს ინვოისის გაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ CoD თანხის გადარიცხვის თარიღი უსწრებს ინვოისით განსაზღვრულ გადახდის ვადას, მომსახურების საფასური ავტომატურად დაიქვითება CoD გადასარიცხი თანხიდან.
- მხარეთა შორის გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება კალენდარული თვის დასრულების მომდევნო კალენდარულ დღეს.
- მიღება-ჩაბარების აქტი ჩაითვლება ხელმოწერილად და მიღებულად, თუ მხარეებიდან არცერთი არ წარადგენს დასაბუთებულ წერილობით პრეტენზიას მიღება–ჩაბარების აქტის გენერირებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
- თუ მომსახურების მიმღებ მხარეს დაუგროვდა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეზე მეტი ვადაგადაცილებული დავალიანება, კომპანია უფლებამოსილია, აღნიშნული დავალიანება დაქვითოს მისთვის გადასარიცხი CoD თანხებიდან.
- რეალიზაციისა და საგადასახადო აღრიცხვის მიზნებისთვის, მომსახურების მიმღებ მხარედ ითვლება ის მხარე, რომელიც ფაქტობრივად იხდის მომსახურების საფასურს.
- Cash on Delivery მომსახურების შემთხვევაში, მომხმარებელი კომპანიას გადასცემს ნაღდ ფულს, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, არ არის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ან/და რაიმე ტიპის მომსახურების ანაზღაურება ან/და რაიმე ტიპის ანაზღაურება კომპანიის მიმართ (მათ შორის საქონლის), არამედ აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის მიერ მიწოდებული გზავნილის შესყიდვის ანაზღაურებას და რომელიც გადაეცემა ამ გზავნილის გამყიდველს.
- C.O.D სერვისით სარგებლობისას, გამგზავნი ამანათის ღირებულების 2% (არანაკლებ 1 ლარისა) იხდის თვეში ორჯერ ინვოისის საფუძველზე, საკურიერო მომსახურეობასთან ერთად. იმ შემთხვევებში, როცა საკურიერო მომსახურეობის საფასურს იხდის მიმღები, გამგზავნს გაეგზავნება მხოლოდ C.O.D სერვისის ამსახველი ინვოისი.