1. Trackings.Ge ნებისმიერი სახეობის ამანათს იღებს და აგზავნის მხოლოდ შეფუთული სახით, შიგთავსის შემოწმების გარეშე.
2.
ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე
პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს ამანათის იმგვარი შეფუთვა,
რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა ამანათების დაზიანება (მათ შორის დასველება; გაფუჭება)
ტრანსპორტირების დროს.
3.
ამანათი უნდა შეიფუთოს იმგვარად,
რომ არ დაიფაროს მასზე დატანილი
ინფორმაცია. შეფუთვის ზედაპირი უნდა იძლეოდეს მასზე მისამართის ან
ტრანსპორტირებისთვის საჭირო სხვა იარლიყების/შტამპების დაკვრის/დატანის
საშუალებას.
4. ამანათის შესაფუთად რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს :
· ამანათებისთვის - ხის, ფანერის,
პოლიმერული, პენოპლასტის - მყარი ყუთები;
5.
გამგზავნის მიერ ამანათის შეფუთვა უნდა განხორციელდეს მისი წონის, ფორმის, შიგთავსის მასალისა
და ხასიათის (თხევადი; მსხვრევადი; მყარი და ა.შ.) მიხედვით, ასევე ამანათის ტრანსპორტირების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
6. ამანათი უნდა იყოს შეფუთული
იმაზე გათვლით, რომ:
· გაუძლოს დიდ მანძილზე ტრანსპორტირებას;
· მრავალჯერად გადატვირთვას ან დამუშავებას, დახარისხებას;
· კლიმატის, ტემპერატურისა და წნევის ცვალებადობას.
· ფიზიკურ ზემოქმედებას, ზეწოლას, ვიბრაციას, რყევას.
7.
მეორადი შესაფუთი მასალის
გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე სათანადოდ წაშლილია ყველა
ძველი შტრიხკოდი, მისამართი თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა
შეცდომაში შეიყვანოს კურიერი, ამანათის დახარისხების და/ან მისი ადრესატისთვის
ჩაბარებისას.
8.
გამგზავნის მიერ შესაფუთი მასალის
შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამანათის შიგთავსის სახეობა/თვისებები,
მისი წონა და ფორმა. შესაფუთმა მასალამ და შიგთავსის სწორად შეფუთვამ უნდა
უზრუნველყოს მისი დაცვა და მთლიანობის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას (მაგ. ყუთში
სიცარიელის დატოვების შემთხვევაში, ის შესაძლოა დაიპრესოს/დაიჩუტოს, ხოლო ზედმეტად
სავსე ყუთი - პირიქით, შინაგანი ზემოქმედების შედეგად გასკდეს).
9. თუ ამანათში რამდენიმე ნივთია მოთავსებული, აღნიშნული ნივთები უნდა შეიფუთოს ცალ-ცალკე და ამის შემდეგ მოხდეს მათი მყარად განთავსება გასაგზავნ შეფუთვაში.
10. შეფუთვა უნდა იყოს ამანათში მოთავსებულ ნივთ(ებ)ზე 2-5 სმ-ით
დიდი ყველა მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამანათის რყევის შემთხვევაში, მასში
მოთავსებული ნივთები არ მოძრაობდეს. შიგთავსის მოძრაობის
შესაზღუდად, ამანათის შიგნით
რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს შემდეგი შემავსებელი მასალები :
·
მუყაო;
· გაზეთი;
· ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი;
· პოროლონის ღრუბელი;
·
პენოპლასტი;
· კრაფტის ქაღალდი.
11. თუ ერთ ყუთში რამდენიმე ნივთია მოთავსებული, აუცილებელია,
დაცული იყოს შემდეგი წესები:
·
მძიმე ნივთი
ქვემოთ, მსუბუქი ზემოთ;
· მტვრევადი/მსხვრევადი
ნივთი და სითხე - ცალ-ცალკე;
· ყველა
ნივთი ცალ-ცალკე შეფუთული;
· ნივთებს შორის გამყოფი
მასალა.
12. ამანათი ყველა მხრიდან მყარად უნდა იყოს დახურული, რათა
გამოირიცხოს ტრანსპორტირებისა და დამუშავების პროცესში ამანათიდან ნივთის
გადმოვარდნა. ამ მიზნით,
გამგზავნმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:
13. ყუთის გამოყენებისას,
ამანათის დალუქვა უნდა მოხდეს, მინ. 5სმ-იანი თვითწებადი ლენტის, მთელი ამანათის
ირგვლივ, არანაკლებ სამჯერადი შემოტარებით.
14. შიგთავსის სახეობის მიხედვით
ამანათის შეფუთვისას, დაცული უნდა იყოს შეფუთვის
შემდეგი წესები:
ა) სითხე ან ისეთი ნივთიერება, რომელიც ადვილად იქცევა სითხედ, უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში/პლასტმასის ბოთლში, რომელიც უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, ყუთი ამოვსებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მასალით რომელიც კონტეინერის/პლასტმასის ბოთლის დაზიანების შემთხვევაში მთლიანად შეიწოვს სითხეს.
ბ) ცხიმის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ გადაიქცევა სითხედ, როგორებიცაა საცხები, ნახევრად თხევადი საპონი, ფისი და სხვა, პირველადი შესაფუთი მასალით (ყუთი, ნაჭრის ტომარა, პლასტმასის კონტეინერი და სხვ.) უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული შიგთავსის გაჟონვა.
გ) მშრალი საღებავი ფხვნილები, როგორიცაა მეთილენის ლურჯი და სხვა, დაიშვება მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ლითონის ყუთებში, რომლებიც თავის მხრივ განთავსებული უნდა იქნეს შესაბამისი შემწოვი და დამცავი მასალით ამოვსებულ მყარ ყუთებში.
დ) მშრალი არასაღებავი ფხვნილები უნდა განთავსდეს მყარ კონტეინერებში (ყუთი, ტომარა), რომლებიც თავის მხრივ განთავსდება მყარ ყუთებში.
ე) მცენარეები მოთავსებული უნდა იყოს შესაბამის ქოთნებში:
1) ყუთში ვერტიკალურ მდგომარეობაში;
2) მიწა დაფიქსირებული;
3) ღიობები ჰაერისათვის;
4) ყუთზე შესაბამისი ნიშნით.
ვ) მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვრევადი/მტვრევადი ნივთები (ნივთები, რომლებიც შეიძლება გატყდეს, გაიბზაროს ან სხვაგვარად დაზაინდეს 1 (ერთი) მეტრიდან დაცემის შემთხვევაშიც) უნდა შეიფუთოს ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფნით, ქსოვილით ან სხვა მსგავსი შესაფუთი მასალით და მოთავსდეს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით, რათა ტრანსპორტირების პროცესში თავიდან იქნეს აცილებული ნივთსა და ყუთის კედლებს შორის ხახუნი, ხოლო თუ ამანათში რამდენიმე ნივთია - ასევე ამ ნივთებს შორის ხახუნი. თუ ამანათი მტვრევადია ან მსხვრევადია, მომხმარებელი ვალდებულია, მონიშნოს სისტემაში შესაბამისი აღმნიშვნელი გრაფა, თუმცა ამავდროულად, იგი ვალდებულია აუცილებლად დაიტანოს გამაფრთხილებელი სტიკერი ამანათზეც.
ზ) წვეტიანი ან ბასრი ნივთები უნდა განთავსდეს მყარ ყუთში, ხოლო თავად ყუთში - წვეტიანი და ბასრი ნაწილები უნდა შეიფუთოს ისეთი მასალით (ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი, თვითწებადი ლენტი და ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფს როგორც თავად ამ ნივთის უსაფრთხოებას ტრანსპორტირების დროს, ასევე ყუთის შესაძლო დაზიანების შემთხვევაში - დაიცავს სხვა ამანათებს დაზიანებისგან.
თ) თუ ამანათის ტიპი ამ დოკუმენტში განსაზღვრული არ არის, მომხმარებელი უნდა ორიენტირდეს ანალოგიურ ტიპებზე, მსგავს აღწერილობასა და ხასიათზე.
15. არასათანადო შეფუთვად მიიჩნევა:
·
შეუფუთავი
ნივთები;
·
ამანათი,
რომელიც არ არის სათანადოდ მყარი ფაქტურით შეფუთული;
·
როდესაც
შეფუთვისას გამოიყენება ადვილად დაზიანებადი მატერია, მათ შორის, სასაჩუქრე
პაკეტები, ჩანთები ან არამყარი პარკები;
·
შეფუთვა,
რომელიც არ იკვრება ფიქსირებული შესაკრავით;
·
არასრულად
(ნახევრად) შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ამანათები;
·
არაპროპორციული
ზედაპირის მქონე, წაგრძელებული ან ამოშვერილი ფორმის მოქნე ამანათი, რომელიც არ
არის სრულად და სათანადოდ შეფუთული (მაგ. ავეჯის დეტალი, რკინის მილი)
·
ნებისმიერი
შეფუთვა, რომელიც არ იცავს ამანათს ძალის ზემოქმედების (მათ შორის დარტყმის,
დაწოლის, სიმძიმის დადების) შედეგად ან ხახუნის შედეგად დაზიანებისაგან.
16. ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ამანათზე სამისამართო მონაცემების მარკირების წესები.
პლატფორმაზე ამანათის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად
გენერირდება ამანათის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ამანათის, მათ შორის, გამგზავნისა
და მიმღების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და თრექ. კოდს. პლატფორმაზე შევსებული
ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ყველა
ველი შეავსოს ზუსტად და სრულად.
ამანათის ეტიკეტი სასურველია წებოვან ფურცელზე დაიბეჭდოს სათანადო პრინტერის
საშუალებით.
მომხმარებელი ვალდებულია ამანათზე წაკითხვადი ზომითა და ფორმით, ხილვადად დაიტანოს
ამანათის თრექ. კოდი, მიმღების სახელი, გვარი ტელეფონის ნომერი, ჩაბარების
ქალაქი და მიმღების ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის მითითებით (საჭიროების
შემთხვევაში - სადარბაზო, სართული, ლიფტის კოდი, სადარბაზოს კოდი, ტერიტორიაზე
დაშვების კოდი ან/და პროცედურები ან სხვა), შიგთავსის შემადგენელი ნივთების
რაოდენობა და სახეობა.
კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათის ჩაბარებაზე ან იდენტიფიცირებაზე,
რომელსაც არ ექნება ან არასრულად ან/და არასწორად ექნება მითითებული რომელიმე
შემდეგი ინფორმაცია: ამანათის მიმღების სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი,
ჩაბარების ქალაქი და მიმღების მისამართი (სრულად). ასეთი ამანათები შედიან
ჩაუბარებლობის ან დაკარგვის რისკჯგუფში, რაზეც ჩაუბარებლობის რისკი სრულად არის
მომხმარებელზე (გამგზავნზე).
17. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
17.1 გამგზავნის პასუხისმგებლობა
·
გამგზავნს
პასუხისმგებლობა ეკისრება კურიერის სხეულის დაზიანების, სხვისი საფოსტო ამანათების ან/და კომპანიის ქონების
დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:
Ø აკრძალული საგნების
გაგზავნა;
Ø დადგენილი წესების
დარღვევით ამანათის შეფუთვა.
·
გამგზავნის
პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია გასაგზავნად მიიღებს ამანათს, რომელიც შეიცავს
აკრძალულ საგნებს, ან შეფუთულია
დადგენილი წესების დარღვევით.
17.2 გამგზავნის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
·
თუ
გამგზავნი დაიცავს ამანათის
გაგზავნისთვის დაწესებულ ყველა პირობას, ის პასუხს არ აგებს იმ ზიანზე, რომელიც
წარმოიშობა კომპანიის ბრალით, ამანათის დამუშავების ან/და მისი
ტრანსპორტირების დროს.
17.3 კომპანიის პასუხისმგებლობა
კომპანიის პასუხისმგებლობის მოცულობა
მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით,
რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან უხეში
გაუფრთხილებლობით) იქნება გამოწვეული,
მაგრამ არაუმეტეს ,,წესები და პირობები“-ის დოკუმენტში განსაზღვრული მაქსიმალური
ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის
არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
·
კომპანია
მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშობა მისი ბრალით,
ამანათის:
Ø სრული დაკარგვით;
Ø შიგთავსის
სრული ან ნაწილობრივი დაზიანებით ან დაკარგვით;
·
კომპანიის პასუხისმგებლობა ძალაშია:
ა) ამანათის სრული დაკარგვისას;
ბ) ამანათის შიგთავსის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისას ან
დაკარგვისას, თუ ასეთი დაზიანება ან დაკარგვა გამოწვეულია ამანათის შეფუთვის
გარეგანი დაზიანებით და აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ
მისი გადაცემის დროს;
17.4 კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები
კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
ა) თუ ამანათი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი
პროცედურების შესაბამისად;
ბ) იმ ამანათების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის
მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;
გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
დ) შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს
ამანათების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
ე) თუ ამანათის დაკარგვა,
ან გარეგნული დაზიანება
გამოწვეულია გამგზავნის ბრალით
(მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით;
ვ) იმ ამანათის მიმართ,
რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;
ზ) იმ ამანათის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ
განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით),
ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;
თ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების
მიერ ადგილობრივი ამანათის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
ი) თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი
არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
კ) თუ ამანათი გარეგნულად არ არის დაზიანებული;
ლ) თუ მომხმარებელმა განცხადებით არ მიმართა კომპანიას ამანათის
გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
18. კომპანია პასუხს არ აგებს იმ ამანათებზე, რომლებიც
ჩაბარებულია კომპანიის მიერ დაწესებული წესების დაცვით და პრეტენზიის გარეშე
ჩაიბარა მიმღებმა. ასევე გარეგანი დაზიანების მქონე ამანათების ჩაბარების
შემთხვევაში, მიმღები ვალდებულია ამანათი გახსნას კურიერის თანდასწრებით და
დაათვალიეროს შიგთავსი. რომელიც დადასტურებული იქნება კურიერის მიერ გადაღებული
ფოტომასალით.
კურიერის მიერ ადრესატის მისამართის დატოვების შემდგომ გარეგანი
დაზიანების მქონე ამანათის შიგთავსის დაზიანებაზე ან ნივთის დაკარგვაზე პრეტენზია
არ მიიღება.